კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საია-ს განცხადებით, პატიმრები სასამართლოსა და კომისიების არეფექტური მოქმედებების გამო იღუპებიან

20 აპრილი, 2012

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18 დაწესებულებაში მყოფი მძიმედ დაავადებული პატიმრები სასამართლოს, სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისიების არაეფექტური მოქმედების გამო იღუპებიან.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე საია-ს ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ახლახან პენიტენციალურ სამკურნალო დაწესებულებაში ორი პატიმარი გარდაიცვალა, რადგან მათი საქმეები დროულად არ განიხილა სასამართლომ.

თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 მარტს #18 სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა მსჯავრდებული ალექსანდრე დადიანი. სამედიცინო ცნობაში გარდაცვალების მიზეზად დასახელდა ტუბინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკამრისობა. საია-ს ხელმძღვანელის ჩუგოშვილის თქმით, იმავე სამედიცინო ისტორიის თანახმად, მსჯავრდებული მძიმედ იყო დაავადებული. პატიმარს კანონმდებლობის თანახმად, გადავადება-გათავისუფლების მუხლი უნდა შეხებოდა, თუმცა სასამართლომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ისარგებლა და დადიანი პატიმრობაში დატოვა.

საია-ს წარმომადგენელთა განცხადებით, პატიმარი დადიანი უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც სასამართლო პროცესი ისევ გაიმართა და 8 დღის გარდაცვლილი მსჯავრდებული ისევ პატიმრობაში დატოვა.

საია-ს იურისტის მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, ასევე, პატიმარ ოთარ ხაბელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და კანონმდებლობით სასჯელის გადავადება ან გათავისუფლება ეკუთვნოდა. თუმცა ის არ გათავისუფლდა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

როგორც საია-ში აცხადებენ, ისინი რამდენიმე მსჯავრდებულს უწევენ საადვოკატო დახმარებას. მათი ინფორმაციით, რამდენიმე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, თუმცა „უსაფუძვლობის გამო“, მათაც უარი ეთქვათ გათავისუფლებაზე.

„მიგვაჩნია, რომ თუ გადაწყვეტიების მიმღები ორგანოები ფორმალურ მიდგომას ან უმოქმედობას გააგრძელებენ ამ პატიმრებთან მიმართებაში, აზრს დაკარგავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის მოხდის გადავადება-გათავისუფლების შესაძლებლობა და შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში, ამან მათი სიცოცხლის უფლების ხელყოფა გამოიწვიოს“, - განაცხადეს საია-ს წარმომადგენლებმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები