მილიონიანი ქონება პრეზიდენტის დედას 1 ლარად გადაეცა
23.04.2012
კომპანიას, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის - გიული ალასანიას საკუთრებაშია, აჭარის მთავრობამ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიყიდა ბათუმში საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა. დეტალურ ინფორმაციას ამის თაობაზე ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს, რომელმაც გასულ წელს აჭარის მთავრობის მიერ ბათუმში სიმბოლურ ფასად გაყიდული ობიექტების შესახებ ინფორმაცია მოიკვლია.
2011 წლის 5 დეკემბერს აჭარის მთავრობამ ბათუმში, ჯავახიშვილის 5-ში მდებარე 1556 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 987კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ქონების 1 მილიონზე მეტ ლარადაა შეფასებული) „საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლას” სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მიჰყიდა. აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია გიული ალასანია. იგი ასევე ფლობს 37.5%-იან წილს შპს „საქართველოს უნივერსიტეტში“, რომელიც არის „საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლის“ 100%-იანი წილის მფლობელი.
ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, პრეზიდენტის დედის კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ 1 ლარად შეძენილ ობიექტში 12 თვის ვადაში (ეს ვადა იწურება 2012 წლის 5 დეკემბერს) აამოქმედოს 60 მოსწავლეზე გათვლილი საშუალო სკოლა და განახორციელოს არანაკლებ 500 ათასი ლარის ინვესტიცია. საშუალოს სკოლის ამოქმედებიდან 5 წლის ვადაში დაასაქმოს არანაკლებ 30 საქართველოს მოქალაქე.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ გასულ წელს აჭარის მთავრობამ სიმბოლურ ფასად 52 ობიექტი გაასხვისა პირდაპირი მიყიდვის წესით.
ნეტგაზეთი
სახელი: გიორგი
2012-04-24 14:00
დედა-შვილობაც ესეთი უნდა!
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პროკურატურის ინფორმაციით, რობაქიძის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია
მარნეულის რაიონში მოსული ახალი გუნდი ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებს
შსს: ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი
ირაკლი ღარიბაშვილი - თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული
თბილისში დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?

