კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში პოლიციელებმა მსაჯები სცემეს

19 აპრილი, 2012

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გასული ტურის მთავარი სამსაჯო თემა, რაღა თქმა უნდა, ზუგდიდში მომხდარი ამბავია - „ბაია“ – „დინამოს“ მატჩის არბიტრმა, ლაშა სილაგავამ ოქმში აღწერა, რომ შეხვედრის შემდეგ ძალოვანები მსაჯთა ოთახში შეიჭრნენ, მას გინება და ფურთხება დაუწყეს, ხოლო მატჩის დელეგატ ენუქი თევზაძესა და მეოთხე მსაჯ ალექსანდრე კრიჭაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

რა უნდა ვთქვათ - ფაქტი გამაოგნებელი და აღმაშფოთებელია. ისღა დაგვრჩენია, იმედი დავიტოვოთ, რომ მომხდარს დეტალურად გამოიძიებენ და დამნაშავეებს საკადრისად დასჯიან.

მომხდარი აშკარად სცდება საფეხბურთო ჩარჩოებს და ბუნებრივია, ამ ამბის ჩამდენებს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ვერ დასჯის.

სადისციპლინო კომიტეტის სხდომა უახლოეს დღეებში ჩატარდება და სავარაუდოდ, "ბაიას" ფინანსურ სანქციებს დააკისრებს და მის სტადიონს (უფრო სწორად, საწვრთნელ ბაზას) დისკვალიფიკაციას მიუსჯის. ამაზე მეტს კი ფეხბურთის ფედერაცია ვერ იზამს - დამნაშავეებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი.

ნიშანდობლივია ისიც, კრიჭაშვილი ზუგდიდში პირველად არ უცემიათ. 2009 წელს "ბაიასა" და „გაგრას“ მატჩის შემდეგ მას მაშინაც პოლიციელებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. სამწუხაროდ, არ გვახსენდება, რომ მაშინ ვინმე დაესაჯოთ...

„ლაშა სილაგავამ ყველაფერი ოქმში აღწერა და ამ ამბავს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. მე, ბუნებრივია, მომხდარით აღშფოთებული ვარ, სანქციები კი სადისციპლინო კომიტეტის საქმეა“, - გვითხრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ფანიაშვილმა.

„ლელო“

ორიგინალი

ახალი ამბები