კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ავღანეთში მეთექვსმეტე ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

25 აპრილი, 2012

სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე 31–ე ბატალიონის შემადგენლობიდან ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 25 აპრილს განაცხადა.

საქართველომ უკვე მე–16 სამხედრო დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ნატოს ISAF-ის მისიას შეუერთდა - ყველა მათგანი ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა და მათგან ხუთი წელს დაიღუპა.

„ხუჯაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა. მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაშიც. 2011 წელს ხუჯაძეს მიღებული აქვს მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

წელს საქართველო ქვეითთა კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნას გეგმავს ავღანეთში, რომლებიც დაემატებიან იმ 936 ქართველ ჯარისკაცს, ვინც უკვე მსახურობს ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში. დამატებითი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ – რაც 749 სამხედროს შეადგენს – საქართველო ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო იქნება, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში.

საქართველომ პირველად თავისი სამხედროები ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის 2004 წელს გაგზავნა. მაშინ 50 ჯარისკაცი ხანმოკლე ვადით გაიგზავნა გერმანული სარდლობის ფარგლებში, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

2009 წლის ნოემბერში საქართველომ 173 სამხედრო განათავსა ქაბულში ფრანგული სარდლობის ქვეშ, ხოლო მომდევნო წელს ავღანეთში სამხედროების რაოდენობა გაზარდა და ჰელმანდის პროვინციაში ქვეითთა ბატალიონი გაგზავნა, რომლებიც იქ ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მსახურობენ.

2011 წლის დასაწყისში საქართველომ 11 სამხედრო ინსტრუქტორი გაგზავნა ყანდაარში ფრანგული სარდლობის ქვეშ.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები