„ქართული ოცნების“ შტაბის წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს
26.04.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს რაიონული შტაბის ოფის - მენეჯერი აკაკი ნატროშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. აკაკი ნატროშვილი დედოფლისწყაროს საკრებულოს მიერ დაფუძნებულ კულტურისა და სპორტის ცენტრში მწვრთნელად მუშაობდა და სოფელ ზემო მაჩხაანში ბავშვებს ფეხბურთში ავარჯიშებდა.
„10 წელი ბავშვებს უფასოდ ვავარჯიშებდი. 2010 წლის დეკემბრიდან ხელფასი დამინიშნეს 200 ლარი, ხელზე 160 ლარს ვიღებდი. აპრილის შუა რიცხვებში სამსახურის უფროსმა ივანე შანშიაშვილმა დამიბარა და მითხრა, ან „ქართული ოცნებიდან“ უნდა წამოხვიდე ან ჩვენგან უნდა წახვიდეო. იქიდან არ წამოვალ მეთქი. მაშინ აქედან წასვლაზე განცხადება დაწერეო. უარი ვუთხარი. ჯერ არ ვწერდი. ბოლოს მაინც დავწერე. სამსახურიდან 18 აპრილს გამათავისუფლეს“, - განუცხადა აკაკი ნატროშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელმა ივანე შანშიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან კომენტარი არ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამო დედოფლისწყაროში საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან უკვე არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
სახელი: ერეკლე მეორე
2012-04-29 20:54
სირცხვილია ქიზიყელებო ასეთი საქციელი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პროკურატურის ინფორმაციით, რობაქიძის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია
მარნეულის რაიონში მოსული ახალი გუნდი ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებს
შსს: ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი
ირაკლი ღარიბაშვილი - თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული
თბილისში დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?

