კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ აქტივისტის მეუღლეს სამსახურიდან წასვლაზე განცხადების დაწერა მოსთხოვეს

27 აპრილი, 2012

დედოფლისწყაროში, კოალიაცია „ქართული ოცნების“ რაიონული შტაბის აქტივისტის გიორგი ნასრაშვილის მეუღლეს ელენე პოპიაშვილს, რომელიც დედოფლისწყაროს მე-2 საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.

„დირექტორმა უთხრა, შენი ქმარი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ყოფილა და სამსახურიდან უნდა წახვიდეო. ელენე მასწავლებელმა განცხადების დაწერაზე უარი თქვა, რის შემდეგაც დირექტორმა უთხრა, რომ მაშინ ის გამოსცემდა ბრძანებას მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“, - აცნობეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს რაიონული შტაბიდან.

სკოლის დირექტორმა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა კომენტარი არ გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კახეთში, საჯარო სკოლებიდან მასწავლებლებს პოლიტიკური ნიშნით მასობრივად ათავისუფლებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები