11:57, Wednesday, 19.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ნაგვის „მდინარე“ დუშეთში

27.04.2012

დუშეთიდან სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, გზის პირას ტონობით ნაგავი უკვე რამდენიმე წელია ყრია. ნაგვით მთელი დუშეთის ხევია ამოვსებული და ანტისანიტარიის კერაა. დუშეთის ხევი მდინარე არაგვს უერთდება, საიდანაც ნაგავი მტკვარში ჩადის.

როგორც მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ექსპერტმა გარემოს დაცვის საკითხებში ნინო ჩხობაძემ განუცხადა, ეს ტერიტორია თუ არ დასუფთავდა, სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.
 
„დასუფთავების ნაცვლად ამატებენ და ამატებენ ნაგავს. საფრთხის მატარებელია ის ნაჟური წყლები, რომელიც გამოდის და ეს არის ტოქიკური მასალა, გარემოს აბინძურებს. ყველა ნაგავსაყრელს უნდა ჰქონდეს შემკრები არხი. გარდა ამისა, როცა ნაგავსაყრელი 20 მეტრზე ზემოთ არის, ხდება მეთანის გაფრქვევა ჰაერში. ყველანაირად საშიშია. მაღალი ტემპერატურის დროს ერთი ასანთის გადაგდებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს აალება, ამ დროს გამოიყოფა დიოქსინები, რომელიც არის შხამი. რთული პრობლემაა. მცხეთა - მთიანეთის რეგიონს არ აქვს ცივილიზებული ნაგავსაყრელი, მაგრამ მსგავსი საშინელება რაც დუშეთშია, მე საქართველოში სხვაგან არ მინახავს. იმხელა ტერიტორიაზეა ნაგავი გაშლილი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც ცუდი მოხდეს“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
 
მცხეთა - მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გივი ამირხანაშვილის განცხადებით, საქართველოში უკვე შეიქმნა ახალი სამსახური, ნაგავსაყრელების გაერთიანება, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიასაც გაწმენდს.
 
„დუშეთში ნაგავსაყრელისთვის ოფიციალურად აქამდე ვერ გამოიყო ტერიტორია, ამიტომ ნაგავს მანდ ყრიდნენ. ჩემი ინფორმაციით, გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს გადამამუშავებელი საწარმოს გაკეთება. დაახლოებით ივნისიდან იგეგმება დუშეთის არაოფიციალური ნაგავსაყრელის გაწმენდა და ნარჩენების გატანა გადამუშავების მიზნით, რის შემდეგაც იმ ტერიტორიაზე ნაგავი აღარ დაიყრება“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს გივი ამირხანაშვილმა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: გიორგი
2012-05-02 12:53
დუშეთში ვარ დაბადებული და გაზრდილი და არ მახსოვს რომ ეგ ნაგავსაყრელი როდესმე ვინმეს დაესუფთავებინოს.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC