კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თავისუფალი საქართველო“ შპს „ავტოგაზის“ დირექტორის დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

30 აპრილი, 2012

პარტია „თავისუფალი საქართველო“ თელავში, შპს „ავტოგაზის“ დირექტორის ზაზა დოლმაზაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კახეთის საინფორმაციო ცენტრი უცვლელად გთავაზობთ.

„თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაცია პროტესტს გამოთქვამს 25 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტში ხელისუფლების მიერ განხორციელებული ბიზნეს ტერორის გამო, რა დროსაც დალუქულ იქნა შპს „ავტოგაზის“ კუთვნილი ათზე მეტი ობიექტი და დაკავებულ იქნა ამავე ორგანიზაციის დირექტორი ზაზა დოლმაზაშვილი. დაკავების მიზეზად ხელისუფლების წარმომადგენლები ოფიციალურად ასახელებენ შპს „ავტოგაზის“ დირექტორის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას პოლიციის თანამშრომელთა მიმართ, რაზეც აღიძრა  საქმე სსკ-ის 125-ე და 353-ე მუხლებით.

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ წამოიწყო მორიგი „პროფილაქტიკური“ ღონისძიებების სერია ბიზნესმენთა მიმართ, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ერთის მხრივ საარჩევნოდ მეწარმეთა აბსოლუტური კონტროლი და მეორეს მხრივ თანხების მაქსიმალური მობილიზება „ნაციონალური მოძრაობის“ „საერთო ყულაბაში“. აღნიშნული საწარმო ეკუთვნის ბიზნესმენ შოთა დემინაშვილს, რომლის მიმართ მსგავსი ქმედება პირველი არ არის. გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს,რომ ხელისუფლების კარგად დაგეგმილ და ცუდად შენიღბულ სპეცოპერაციას სამთავრობო წრეებში ჰყავს განსაკუთრებული „ლობისტები“, რომელთა ინტერესებშიც შედის აღნიშნული საწარმოს სრული ლიკვიდაცია, რადგან ამ კონკრეტულმა შპს-მ კახეთში შექმნა კონკურენტული გარემო გაზგასამართი სადგურების სფეროში, იგივე დარგში კი წარმატების პრეტენზია გააჩნია კიდევ რამდენიმე კომპანიას, როგორებიცაა „ვისოლი“და „ავტოგაზი პირველი“, რომელთა „მფარველები“ ხელისუფლების მმართველ ელიტას წარმოადგენენ. ჩვენი ორგანიზაციის კახეთის ოფისის იურისტები რამდენიმე დღეში დეტალურად გააცნობენ საზოგადოებას კონკრეტული ორი კომპანიის უკან ვინ დგანან და რა ხერხებით ებრძვიან კონკურენტებს.

შპს „ავტოგაზის“ მფლობელი შოთა დემინაშვილი რეგიონში გამოირჩევა როგორც ერთერთი წარმატებული ბიზნესმენი და მეცენატი. მის სახელს უკავშირდება უამრავი გაჭირვებული ოჯახის მატერიალური დახმარება, უამრავი ავადმყოფი ადამიანის ფინანსური დახმარება, უამრავ ობოლ ბავშვზე მზრუნველობის აღება. უშუალოდ კომპანიის მიერ თელავში განხორციელდა მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი.

„თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაცია მივმართავთ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეწარმეთა უფლებების დაცვით ორგანიზაციებს, საქართველოში წარმოდგენილ დიპლომატიურ კორპუსს, ჟურნალისტებს, დაინტერესდნენ არსებული უკანონო და ძალადობრივი ქმედებით ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოში სამწუხაროდ, იშვიათი მოვლენა აღარ არის“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები