კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მართვის მოწმობას 5-ის ნაცვლად, 15 კატეგორია ექნება

30 აპრილი, 2012

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის დიზაინი და კატეგორიები იცვლება. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება „საკანონდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა. ბრძანებულებას თან ერთვის ახალი დიზაინის მართვის მოწმობის ფოტონიმუში. თანდართული სურათის მიხედვით, დღემდე არსებული 5 კატეგორია – A,B,C,D,E, დაყოფილია 15 კატეგორიად: A - მოტოციკლეტი, B - მსუბუქი მანქანა, C -სატვირთო მანქანა, D - ავტობუსი, BE - მისაბმელიანი მსუბუქი მანქანა, CE - მისაბმელიანი სატვირთო მანქანა, DE - მისაბმელიანი ავტობუსი, T - ტრაქტორი, A1 - სკუტერი, B2 - მცირე ზომის მსუბუქი ავტომანქანა, C1 - მცირე ზომის სატვირთო, D1 - მცირე ზომის ავტობუსი, C1E- მცირე ზომის სატვირთო მისაბმელით, D1E - მცირე ზომის ავტობუსი მისაბმელით და S - ექსკავატორი.

პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე ძალაშია. მართვის მოწმობების ძველი ნიმუშების გაუქმების პუნქტი კი, ამავე ბრძანებულების თანახმად, 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება.

ბრძანებულებაში ასევე აღნიშნულია, რომ ძველ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეუნარჩუნდებათ, თუმცა დღეს არსებულ მოწმობებზე მოქმედების ვადა მინიშნებული არ არის.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები