კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამჟამად პატიმრობაში მყოფი თამაზაშვილი შსს-ში ერთ-ერთ მთავარ პოსტს დაიკავებს

30 აპრილი, 2012

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი, რომელიც ამჟამად დაკავებულია, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი იქნება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, თამაზაშვილი არა მხოლოდ პარტიის წევრი იქნება, არამედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შს სამინისტროში ერთ-ერთ მთავარ პოსტსაც დაიკავებს.

„დღეს არის თამაზ თამაზაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ყოფილი პრეზიდენტის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი გახლავთ და რომელიც პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე ჩემს მიერ გაკეთებული პირველი განცხადების მეორე დღესვე დააკავეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, არსებობდა შანსი, რომ თამაზაშვილი საპატიმროდან გაეთავისუფლებინათ, თუ ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარეობიდან გადადგებოდა, თუმცა თამაზაშვილმა ამაზე უარი თავად განაცხადა.

„მან საკუთარი თავისუფლება ანაცვალა იმ საქმეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და როცა ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახში დააყენა საკითხი, რომ ის სიმამრის თავისუფლების სანაცვლოდ, მზად იყო გადამდგარიყო თანამდებობიდან, ამაზე უარი თავად თამაზაშვილმა განაცხადა. თამაზაშვილი იქნება ჩვენი პარტიის წევრი და როცა ხელისუფლებაში, მოვალთ ის დაიკავებს შს სამინისტროში ერთ-ერთ მთავარ პოსტს, მას ამის გამოცდილება აქვს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, თამაზაშვილის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებაზე ხელისუფლებამ უარი თქვა. „ძალიან ხშირად ხდება, პატიმრების საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოშვება. შეგიძლია კაცი მოკლა, მაგრამ თუ ფულს გადაიხდი, შეგიძლია საპროცესო შეთანხმებით გარეთ გამოხვიდე. ასეთი სასამართლო აქვს სააკაშვილს. ერთადერთი კაცი, რომელზეც საპროცესო შეთანხმებამ არ იმუშავა, თამაზ თამაზაშვილია. დღეს 11სთ-ზე სასამართლოში მისი პროცესი გაიმართება და დარწმუნებული ვარ, სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც სააკაშვილს სურს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  საინიციატივო ჯგუფის წევრია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები