კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარელის რაიონის საძოვრებიდან რუსმა სამხედროებმა ორი მწყემსი გაიტაცეს

30 აპრილი, 2012

ქარელის რაიონში, სოფელ ტახტიძირის მახლობლად არსებული საძოვრებიდან რუსმა სამხედროებმა ორი მწყემსი, მამა-შვილი ბათიკაძეები გაიტაცეს. მათი დაბრუნება ამ დროისთვის უკვე მოხერხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდეტი იუწყება, მამა-შვილი ბათიკაძეები ოკუპირებეული ტერიტორიიდან გადმოსულ რუს სამხედროებს რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. თან წაიყვანეს მათი ნახირიც.

საბოლოოდ, ქართულ ძალოვან უწყებებთან მოლაპარაკებების შედეგად მწყემსები გაათავისუფლეს. უკან დააბრუნეს ნახირიც.

როგორც შალვა ბათიკაძე აცხადებს, მათი დაკავების მიზეზი ე.წ. საზღვრის გადაკვეთა გახდა. მწყემსის თქმით, სამხედროებმა მას რუკა გაუშალეს და საზღვრის უკანონოდ გადალახვაში დაადანაშაულეს.

როგორც სოფელ ტახტიძირის მცხოვრებლები აცხადებენ, 2008 წლის აგვისოტოს ომის შემდეგ მათ სოფელში მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები