კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაკა ასათიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას „პოლიტიკურ რევანშად“ აფასებს

2 მაისი, 2012

ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მაკა ასათიანი სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებულ დივიდენდებს „პოლიტიკურ რევანშად“ აფასებს. ამის შესახებ ასათიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ 1 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
„27 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მაკა ასათიანსა და მის ოჯახს შპს „აკას“ 20%-იანი წილის მფლობელის დავით ძოწენიძის სასარგებლოდ 900 000 ლარამდე დააკისრა. ჩვენი აზრით, ეს ყველაფერი მაკა ასათიანის გააქტიურებას და მის მიერ ტელეკომპანია „მაესტროს“ დაფინანსებას უკავშირდება“, - განაცხადა გაბუნიამ და დასძინა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდება და ამასთან, ადვოკატები ევროსასამართლოსაც მიმართავენ.

გარდა ამისა, ასათიანების ოჯახს შპს „აკაში“ 20%-იან წილსა და დივიდენდებს ბორის კალანდიაც სთხოვს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე პროცესი გაიმართა, თუმცა ჯერჯერობით მორიგი სხდომის თარიღი ჩანიშნული არ არის.

„მე პირადად შევხვდი მაკა ასათიანს და მინდა, მისი პოზიცია გადმოგცეთ. მას მიჩანია, რომ „მაესტროში“ ქმედებების გამო მის მიმართ პოლიტიკური რევანში განხორციელდა. კიწმარიშვილმა „მაესტრო“ ასათიანის მხარდაჭერის გამო ვერ გათიშა და აპრობირებული ხერხებით ქართულმა სასამართლომ ასათიანის ოჯახს 900 000 ლარის ოდენობით დივიდენდები დააკისრა. რაც შეეხება დავით ძოწენიძეს, ის ვიღაცეების ხელში მარიონეტია, რომელთაც მაკას დასასჯელად იყენებენ“, - განაცხადა გაბუნიამ.
 
მისივე თქმით, ქართული სასამართლო განსხვავებული აზრის ადამიანებისთვის სადამსჯელო ორგანოდ გადაიქცა.
 
„დავიწყოთ იქედან, რომ სასამართლო პროცესი ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დაცვის გარეშე ჩატარდა. 26 აპრილს წინასასამართლო სხდომა დაინიშნა და ზუსტად 11 საათში - უპრეცედენტოდ სწრაფ ვადაში, მთავარი სხდომა გაიმართა. მსგავსი რამ ისტორიას არ ახსოვს. ჩვენ მივესალმებით, ვადების დაჩქარებას, მაგრამ ამ დროში მომზადება შეუძლებელი იყო. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ სასამართლო არ უნდა იყოს ვინმეს სადამსჯელო ორგანო, თუნდაც - განსხვავებული აზრის ადამიანებისთვის“, - აღნიშნა გაბუნიამ და დასძინა, რომ იგი ევროსასამართლოში განაცხადს შეიტანს.
 
„ევროკონვენციიდან გამომდინარე, მე მივდივარ ევროსასამართლოში, სადაც წინასწარ განაცხადს გავაკეთებ, რომ არ მოხდეს განაჩენის დაუყოვნებლივ აღსრულება, ვინაიდან ეს ასათიანების ოჯახის დაყადაღებული წილების ჩამორთმევას გამოიწვევს. ამ დროის მდგომარეობით შპს „აკას“ 20% ე.წ. პარტნიორს დავით ძოწენიძეს, 80% კი ასათიანების ოჯახს ეკუთვნის და ზუსტად ეს 80%-ია დაყადაყებული“, - განაცხადა გაბუნიამ.
 
მისივე თქმით, მაკა ასათიანის საქართველოში ჩამოსვლას ამ დრომდე შიშის გამო ვერ ახერეხებს. „მაკას პირადად ვესაუბრე და მივხვდი, რომ საქართველოში შიში გამო ვერ ჩამოდის, რადგან არაა გამორიცხული, რამე შარს გადაეყაროს“, - დასძინა გაბუნიამ.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები