კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ აქტივისტების თქმით, მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

3 მაისი, 2012

ნეტგაზეთი

კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2 მაისს დაგეგმილი „ქუთაისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, სიმბოლური აქციის წინა ღამით გამართვა გადაწყვიტეს.

„აქცია საღამოს, 22-23 საათის შემდეგ უნდა გაგვემართა თეთრ ხიდზე. კერძოდ, სანთლებით უნდა დაგვეწერა – „გილოცავთ 2 მაისობას“, რის შემდეგაც უნდა გაგვეშვა ფოიერვერკი, მაგრამ, როგორც კი გაიგეს ამის თაობაზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი აქტივისტებით გაავსო თეთრი ხიდი და დაიწყეს ღონისძიება“, - აცხადებს ნატო ქათამაძე, რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ თავი აერიდებინათ მოსალოდნელი პროვიკაციებისა და ექსცესებისაგან, მსვლელობა დაიწყეს ოფისიდან აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით.

„მსვლელობის დროს გავიარეთ მერიის შენობასთან, სადაც მობილიზებული იყო ორი სახანძრო მანქანა. ჩვენი დანახვისთანავე ეს მანქანები გამოგვედევნენ წყლის ჭავლით, რომელსაც უშვებდნენ ჩვენი მისამართით“, - აცხადებს ნატო ქათამაძე.

ამის მიუხედევად, „ქართული ოცნების“ ატივისტები აცხადებენ, რომ მათ გზა განაგრძეს სადგურის მოედნის მიმართულებით, სადაც აღმაშენებლის ძეგლია განთავსებული. ქათამაძე ამბობს, რომ მათ გადაღებული აქვთ ვიდეომასალა, თუ როგორ მისდევდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს სახანძროს მანქანები.

„დაგვსდევდა არა მარტო სახანძრო მანქანა, არამედ მერიის თანამშრომლებიც. მათ შორის იყვნენ, ქუთაისის საქალაქო სამსახურის უფროსი თუთბერიძე, რომელიც მანქანაში იყო და ვიცანით სახეზე. სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი, ცაავა, ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელი და ახლა მერიის თანამშრომელი კახა ხვარეშია. ხვარეშია ძალიან აქტიურობდა. იმ სიბნელეში მეტი სახეები ვერ ამოვიცანით, მაგრამ ყველაფერი ვიდეოფირებზეა აღბეჭდილი“, - აცხადებს ნატო ქათამაძე.

ინციდენტის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა დაგეგმილი აქციის განხორციელება მაინც მოახერხეს.

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთი დეისაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ ინციდენტის თაობაზე არაფერი სმენია: „ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებს ვერაფერს, რადგან პირველად თქვენგან მესმის, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო“.

ორიგინალი

ახალი ამბები