11:58, Sunday, 26.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კონტროლის პალატაში პატიმრის მშობლებს იბარებენ

03.05.2012
დასრულდა დაკითხვები კონტროლის პალატაში. "ქართული ოცნების" წევრი არჩილ კიბილაშვილი თავისი დაცვის ქვეშ მყოფ გურამ ბერძენიშვილთან ერთად პირველ კომენტარებს აკეთებს.
 
გურამ ბერძენიშვილს კრწანისის რაიონში, თავისი კუთვნილი ბინა აქვს მიქირავებული კოალიცია „ქართულ ოცნებისთვის“.
 
არჩილ კბილაშვილი: „როდესაც დაუსვეს კითხვა, რატომ და რა ვითარებაში გააქირავა ამ ადამინმა საკუთარი ბინა, გურამ ბერძენიშვილმა განმარტა, რომ მას ჰყავს პატიმარი შვილი 2010 წლიდან, რომელიც იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. გამომდინარე იქედან, რომ მისი შვილი პატიმარია, ოჯახს ძალიან გაუჭირდა და მიიღო ეს გადაწყვეტილება. ბერძენიშვილს ინფორმაცია ბინის გაქირავების შესახებ „მაკლერ გე“-ზე განთავსებული ჰქონდა 2010 წლიდან და მხოლოდ ახლა მოხერხდა მისი გაქირავება“.
 
„გურია ნიუსის“ კითხვაზე - კონტროლის პალატაში დაკითხვის შემდეგ ხომ არ მოხდება გურამ ბერძენიშვილის შვილზე რაიმე სახის ზეწოლა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა: „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება! არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმ ფაქტს, პატიმრის ოჯახმა რა გადაწყვეტილება მიიღო. მით უმეტეს, გურამ ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილება მატერიალური საჭიროებით იყო გამოწვეული. მან არ იცოდა იმის შესახებ, ვინ ქირაობდა ოფისს და ეს არც აინტერესებს“.
 
გურამ ბერძენიშვილის შვილი სასჯელს რუსთავის კოლონიაში იხდის და მას 6 წელი აქვს მისჯილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

გურია ნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC