კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ ვუშველოთ პატიმარს, რომელიც თვეზე მეტია, შიმშილობს?!

4 მაისი, 2012

ნინო ანდრიაშვილი,
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი,
http://humanrightshousetbilisi.wordpress.com/

პენიტენციური სისტემა საქართველოში კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოუგვარებელ პრობლემად. პრობლემად კი დავასახელებდი  სხვადასხვა ფორმის არასათანადო მოპყრობას და არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. დიდწილად სწორედ ამ მიზეზებით არის განპირობებული სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მსჯავრდებულთა სიკვდილიანობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს არაერთი საქმე ჰქონია, როცა მსჯავრდებული არაადეკვატური და არასათანადო მოპყრობის შედეგად დაავადდა და ყველაზე ცუდ შემთხვევაში - გარდაიცვალა. დღესაც არაერთი მსჯავრდებულია, რომლის ჯანმრთელობაც სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს, რათა დაავადებებმა უკიდურეს ზღვარს არ მიაღწიოს.

ამ შემთხვევაში, მინდა, ყურადღება გავამახვილო ქალთა #5 სასჯელაღსრულებითი დაწესებულების მსჯავრდებულის, ნანა თხელიძის ჯანმრთელობაზე, რომელიც სწორედ პროტესტის ნიშნად, იმის გამო, რომ მას არ ეწევა სათანადო ყურადღება, უკვე 37 დღეა შიმშილობს (28 მარტიდან). მასთან შესული იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ასევე მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები. თუმცა, პენიტენციალური სისტემის თანამშრომლები მსჯავრდებულ ქალბატონს ყურადღებას მაინც არ აქცევენ. 

ნანა თხელიძეს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.  2012  წლის 10 თებერვალს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ნანა თხელიძისთვის ჩატარებული ულტრაბგერითი გამოკვლევით დადგინდა, რომ მის ორგანიზმში არსებული მიომის კვანძის მაქსიმალური ზომა არის 20 მმ, ხოლო 9.03.2012 წ. ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ულტრაბგერითი გამოკვლევის თანახმად, მიომის კვანძები გაზრდილია 30 მმ-მდე. აშკარაა, რომ მიომიური კვანძები ყოველთვიურად იზრდება; მსჯავრდებულს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა. თუმცა, კვლევებით დადგენილია, რომ მედიკამენტოზური მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ კვანძის ზრდა უფრო ჩქარდება. 

მსჯავრდებულის ინფორმაციით, მას აქვს სისხლდენები, ტკივილები, რაც როგორც წესი, დამახასიათებელია ფიბრომიომის კვანძების არსებობასთან. ზოგჯერ სისხლდენა ხანგრძლივია. აღნიშნულს ადასტურებს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისტორია, ჩატარებული გამოკვლევები.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიომის შემთხვევაში, ხშირია მეზობელ ორგანოებზე ზეწოლა. საშვილოსნოს ფიბრომიომას ხშირად თან ახლავს სხვა გინეკოლოგიური დაავადებები – ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, პოლიპოზი, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ყელის ჰიპერტროფია, ფსევდოეროზია.

დღეს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს ყურადღებით გამოკვლევას, რათა გამოირიცხოს მიომის არაკეთილთვისებიანი გადაგვარება სარკომაში და დადგინდეს, მსჯავრდებული საჭიროებს თუ არა ოპერაციულ მკურნალობას. ზეპირი ფორმით მედპერსონალი არ უარყოფს ოპერაციის საჭიროებას. თუმცა, პრაქტიკულად ოპერაციას არ აკეთებენ; თუმცა, არსებობს კიდევ ერთი პრობლემაც - მსჯავრდებული შიშობს, რომ თუ ოპერაციაზე დათანხმდებიან, საკითხავი რჩება,  რამდენად უვნებელი და შედეგიანი იქნება სასჯელაღსრულებით სისტემაში ჩატარებული ოპერაცია. შიშის საფუძველს კი ნამდვილად იძლევა მსჯავრდებულთა ოპერაციის შემდგომი გაუარესების ფაქტები.

სახელმწიფოს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ გამოკვლევები და კონსულტაციები სხვადასხვა ექიმთან არ არის საკმარისი მსჯავრდებულის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მით უფრო, ნანა თხელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გვაძლევს იმის ნათელ სურათს, რომ შემოწმებების გარდა, მსჯავრდებულს ადეკვატური და სრულფასოვანი მკურნალობა უტარდებოდა.

2 აპრილს მივმართე სასჯელაღსრულებით დეპარტამენტს განცხადებით, რომელმაც თავის მხრივ განცხადება რეაგირებისათვის სასჯელაღშრულებით სამინისტროში გადაამისამართა. განცხადებით მოვითხოვე: „მსჯავრდებულ - ნანა თხელიძეს ჩაუტარდეს სრულფასოვანი გამოკვლევა და დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა, რათა მკურნალობის კურსის შედეგად მსჯავრდებული გამოჯანმრთელდეს“.

პატიმარი შიმშილობას აგრძელებს და ამბობს, რომ რაკი არავინ მკურნალობს, მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, შიმშილით მოკვდება, თუ ავადმყოფობით.

ორიგინალი

ახალი ამბები