კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო საზოგადოება გამკაცრებული კანონის პრაქტიკაში განხორციელებას ელოდება

8 მაისი, 2012

სალომე აჩბა, www.religiebi.info 

ცოტა ხნის წინ ძალაში შევიდა  ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც დანაშაული რელიგიური, ეთნიკური მიკუთვნების, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა დისკრიმინაციული მოტივით, დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება. ექსპერტები ამ კანონს დადებითად აფასებენ და იმედოვნებენ, რომ იგი სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციული მექანიზმი იქნება. 

კანონპროექტი რასიზმისა და  შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა. ამ რეკომენდაციით, ევროპული კომისია საქართველის ხელისუფლებას მოუწოდებდა, განეხორციელებინა საკნანონმდებლო ცვლილება, რითაც რასიზმის მოტივით ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ტიპის დანაშაულისთვის დამამძიმებელ გარემოებად დადგინდებოდა.

„მინდა განვმარტო, რომ აღნიშნული ცვლილება ახალ დანაშაულს არ აწესებს. ანუ, ცვლილებით არ დგინდება რაიმე ტიპის  ახალი დანაშაული. საკანონმდებლო ცვლილებით, უბრალოდ მოქმედი სს დანაშაული დამძიმდება. მაგალითად, ქონების დაზიანება ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ კი, თუ პირმა ქონება რაიმე სახის დისკიმინაციული მოტივით დააზიანი, მას უფრო მძიმე სასჯელი დაეკისრება“, - განმარტავს საიას იურისტი გიორგი გოცირიძე.

სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოფო ბენაშვილი ამ ცვლილებებს დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ შესაძლოა კანონის იმპლემენტაციის კუთხით, გარკვეული პრობლემები შეიქმნას.

„ბუნებრივია, ძალიან კარგი და მისასალმებელია ამგვარი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. თუმცა პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ თუ კანონის იმპლემენტაცია სწორად არ მოხდება, რეალური ეფექტი ამაგვარ ცვლილებებს არ აქვს ხოლმე.  ერთია სრულყოფილი კანონმდებლობა და მეორე მისი სრულყოფილად იმპლემენტაცია. პრაქტიკაში ფურცელზე დაწერილი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტები ბევრი გვაქვს. ერთ-ერთი საფრთხე, რასაც მე როგორც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ამ კანონთან დაკავშირებით ვხედავ არის, მისი არასრულად ან არასწორად გამოყენება“,  - აღნიშნა სოფო ბენაშვილმა ბიოლის ფონდში ამ თემაზე გამართულ დისკუსიაზე.

მისივე თმით, აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოებს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია და შესაბამისი ცოდნა, რათა თითოეულ შემთხვევაში დააფიქსირონ დისკრიმინაციის ფაქტები: „ვფიქრობ,  რთული იქნება გამოძიების მიერ იმის დადგენა,მოხდა თუ არა დანაშაული რომელიმე დისკრიმინაციული ნიშნის, მაგალითად სოციალური კუთვნილების ნიადაგზე. ამიტომ მიმაჩნი, რომ აუცილებელია საგამოძიებო ორგანოების კარგად დატრენინგება. აუცილებელია მათ ჰქონდეთ შესაბამისი ინფრომაცია და ცოდნა, იმისთვის რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ ეს ბერკეტი“.

ცვლილებებს დადებითად აფასებს სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზაურ  ხალილოვიც: „ბოლო წლების ფატქები ამ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობას კარგად აჩვენებს. მოგეხსენებათ, შარშან საკანონმდებლო ცვლილება  განხორციელდა რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ამ ცვლილებას საზოგადოების არაერთგავროვანი გამოხმაურება  მოჰყვა. ხალხის მხრიდან საკმაოდ ბევრი დისკრიმინაციული გამოვლინება იყო სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფთან მიმართებით. ბოლო წლებში რომ რამდენიმე რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის მიმართ აგრესიამ იმატა, ფაქტია. ამ ფონზე, ვფიქრობ  ამ კანონის არსებობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია“.
 
იმ ფონზე, რომ ქართული მართლმსაჯულება ისედაც გამოირჩევა მკცარი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკითა და მსჯავრდებულისთვის უმაღლესი სასჯელების მისჯით, ჩნდება კითხვა - იყო კი საჭირო სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც სს დანაშაული კიდევ უფრო დამძიმდება, პირს კი, კიდევ უფრო მძიმე სასჯელის მოხდა მოუწევს.

ამ საკითხზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი სოფო ბენაშვილი აღნიშნავს, რომ არის საკითხები, რაზეც სახელმწიფომ მკაცრი პოლიტიკა უნდა გაატაროს. ერთ-ერთი ასეთი საკითხი, სწორედ დისკრიმინაციაა. არის საკითხები, რომელთა მიმართაც სახელმწიფომ მკაცრი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რათა თავიდან ავიცილოთ  ისეთი მნიშვნელოვანი უფლებადარღვეა, როგირცაა დისკრიმინაცია. შეუწყნარობლობა მოითხოვს სწროხაზოვან სახელმწიფო პოლიტიკას. საზოგადოება უნდა ხედავდეს რომ სახელმწიფო არასოდეს შეიწყნარებს დისკრიმინაციას“, - აღნიშნავს ბენაშვილი და ამატებს, რომ ამ ყოველთვის როცა სახელმწიფო ამ საკითხზე მკაცრ პოლიტიკას ატარებს, ამგვარი დანაშაულის რიცხვი საგრძნობლად მცირდება ხოლმე.

ახალი ამბები