კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„უსუფაშვილის, დოლიძის და ნათელაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში დარეკეთ სასწრაფოდ!“

8 მაისი, 2012

ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ - პუნქტში მომუშავე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური დავალება აქვთ მიღებული. დავალების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დავით უსუფაშვილმა, ვიქტორ დოლიძემ და შალვა ნათელაშვილმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს, დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ ზემდგომთან.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ფურცელი კედელზე აქვთ გაკრული. ამ ჯიხურში მათ გარდა არავინ შედის. საზღვრის გადაკვეთის დროს ცოტა ხანს გაჩერება მოგვიხდა და ტექსტის წაკითხვა მაშინ მოვახერხეთ. მეოთხე ადამიანიც იყო აღნიშნული, მაგრამ აღარ მახსოვს ვინ იყო. როცა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ვკითხე, რაში იყო საქმე, ვისგან და რატომ ჰქონდათ ასეთი დავალება მიღებული, მითხრეს, რომ ჩემი საქმე არ იყო და გზა გამეგრძელებინა“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს დაუკავშირდა, სადაც ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

ოფიციალური ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტიის ლიდერზე დავით უსუფაშვილზე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერზე ვიქტორ დოლიძეზე და და ლეიბორისტული პარტიის ლიდერზე შალვა ნათელაშვილზე ძებნა გამოცხადებული არ არის.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები