11:24, Thursday, 20.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საოჯახო პაემანი ქალი პატიმრებისთვის - ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

10.05.2012
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია ქალი პატიმრებისთვის დამატებითი უფლებების მინიჭების ინიციატივით გამოდის. თორდიამ საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარადგინა „პატიმრობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ქალი პატიმრების მიმართ ახალ ინიციატივებს ითვალისწინებს.

როგორც დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ქალი პატიმრებისთვის შემოდის პაემნის ახალი სახე – საოჯახო პაემანი.

მისი განმარტებით, საოჯახო პაემნის პირობებში ქალ პატიმრებს შეეძლებათ, ოჯახის წევრებს გამყოფი შუშის გარეშე, უშუალოდ შეხვდნენ.

ამასთან, თორდია გამოდის ინიციატივით, რომ ქალი პატიმრებისთვის წახალისების ფორმით სატელეფონო საუბარი შეუზღუდავად იყოს.

მოქმედი ნორმით, ქალ პატიმრებს წახალისების ფორმით, თვეში მხოლოდ 1 დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება აქვთ.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC