კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორში დაკავებულ ჯაბა ბერიძესთან ადვოკატს არ უშვებენ

11 მაისი, 2012

ახალგორელი ჯაბა ბერიძის დაკავების ფაქტით ოსი უფლებადამცველი ლირა ცხოვრებოვა დაინტერესდება. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ცხოვრებოვა აცხადებს, რომ ის ამჟამად სტამბულში, ჯორჯ მეისონის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ქართულ-ოსურ შეხვედრაზე იმყოფება და ჯაბა ბერიძის დაკავების რეალურ მიზეზს ცხინვალში ჩასვლისთანავე გაარკვევს.

ჯაბა ბერიძე ოსმა დე ფაქტო ძალოვანებმა შაბათს დააკავეს. მისი შვილი, ხატია ბერიძე მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ დაკავებულთან ადვოკატს ამ დრომდე არ უშვებენ.
 
დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენელთა განცხადებით, ჯაბა ბერიძის დაკავების საფუძველი 1991 წელს ჩადენილი დანაშაული გახდა, რა დროსაც მან ერთ-ერთი მოქალაქის ღირსება შელახა.
 
ხატია ბერიძე აცხადებს, რომ სინამდვილეში მამამისი პირადი შურისძიების მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, 1990-იან წლებში მისმა ოჯახმა ახალგორში ილო ჩიგოევისგან სახლი შეიძინა. 2008 წლის ომის შემდეგ, ილო ჩიგოევის შვილებმა - მერაბ და ვაჟა ჩიგოევებმა დე ფაქტო სასამართლოში იჩივლეს და სახლის დაბრუნება მოითხოვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ბერიძეების ოჯახს მათი მამის სახლი უკანონოდ ჰქონდა მითვისებული.
 
ხატია ბერიძის თქმით, ცხინვალის სამივე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მათი ოჯახის სასარგებლოდ მიიღო.
 
მას შემდეგ, რაც ცხინვალში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები  ჩატარდა და სათავეში ლეონიდ თიბილოვი მოვიდა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მერაბ ჩიგოევი დაინიშნა. ხატია ბერიძე აცხადებს, რომ მამამისი სწორედ მერაბ ჩიგოევის დავალებით დააკავეს და რომ „ჯაბა ბერიძე პირადად მერაბ ჩიგოევის მძევალია“.
 
ბერიძეებმა დახმარების თხოვნით საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებსაც მიმართეს.
 
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მერაბ ჩიგოევს ჯაბა ბერიძის დაკავებასთან საერთო არაფერი აქვს და მისი დაკავების  ნამდვილი მიზეზი ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

 
 მარი ოთარაშვილი, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი, ახალგორი

ახალი ამბები