მრგვალი მაგიდა - „ადვოკატთა ინსტიტუციური დევნა საქართველოში“
11.05.2012
11 მაისს, 12:00-დან 15:00 საათამდე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ინიციატივით, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: ადვოკატთა ინსტიტუციური დევნა საქართველოში.
მრგვალი მაგიდა სამუშაო ხასიათისა იყო და მასში მხოლოდ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები და ადვოკატები მონაწილეობდნენ.
მრგვალი მაგიდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ლორთქიფანიძე და სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მჟავანაძე.
მრგვალი მაგიდის მიზანი იყო, უფლებადამცველებს და ადვოკატებს ერთად ემსჯელათ ადვოკატთა საქმიანობის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და გაეუმჯობესათ კომუნიკაცია როგორც ერთმანეთთან, ასევე საზოგადოებასთან. ამავე დროს, მონაწილეებმა დაგეგეს სამოქმედო სტრატეგია და კამპანია ადვოკატთა ინსტიტუციური დევნის წინააღმდეგ, რათა სამოქალაქო აქტიურობის გაძლიერების გზით, მეტი გავლენა მოახდონონ ქართულ მართლმსაჯულებაში მიმდინარე შემაშფოთებელ პროცესებზე.
მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. ასევე ორგანიზაციები - „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“, „საზოგადოებრივი დამცველი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,
„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“, კავკასიის ქალთა ქსელი.
„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“, კავკასიის ქალთა ქსელი.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ადვოკატთა ინსტიტუციური დევნის თაობაზე ვრცლად ესაუბრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ლორთქიფანიძემ არასამთავრობო სექტორს პრობლემების განსახილველად პარლამენტის ტრიბუნა შესთავაზა. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ირაკლი მჟავანაძემ კი განაცხადა, რომ სახალხო დამცველი მზად არის, რეაგირება მოახდინოს ადვოკატთა დევნის ფაქტებზე.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ადვოკატები: ქეთი ბექაური, ნათია კორკოტაძე, ქეთი ვარდანაშვილი, ჯუმბერ მილორავა, ირინა საღინაძე. დისკუსიის მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობის გზებზე შეთანხმდნენ.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ადვოკატები: ქეთი ბექაური, ნათია კორკოტაძე, ქეთი ვარდანაშვილი, ჯუმბერ მილორავა, ირინა საღინაძე. დისკუსიის მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობის გზებზე შეთანხმდნენ.
11.05.12.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

