როგორ შუქდება გარემოს დაცვის საკითხები ქართულ მედიაში - ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორინგის ანგარიში
15.05.2012
ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2011 წლის 30 მაისიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში ქართული მედიის მიერ გარემოს დაცვის საკითხების გაშუქების შესწავლის მიზნით ჩაატარა შემდეგი მედიის საშუალებების მონიტორინგი: გაზეთები „ალია“, „რეზონანსი“, „ახალი თაობა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“. კვლევის დროს მოხდა არსებული ტენდენციების გაანალიზება და შეგროვდა ინფორმაცია რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შესახებ.
კვლევა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაეროს განვითარების პროგრამის მედიის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორებს და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ჩატარებული გარემოს დაცვის საკითხების გაშუქების მონიტორინგი სამ ეტაპს აერთიანებდა:
• პირველი ეტაპი: 2011 წლის 30 მაისი - 3 ივლისი
• მეორე ეტაპი: 2011 წლის 18 ივლისი - 4 სექტემბერი
• მესამე ეტაპი: 2011 წლის 10 ნოემბერი - 31 დეკემბერი
• მეორე ეტაპი: 2011 წლის 18 ივლისი - 4 სექტემბერი
• მესამე ეტაპი: 2011 წლის 10 ნოემბერი - 31 დეკემბერი
მედიის მონიტორინგის პირველ და მეორე ეტაპზე გამოიკვეთა, რომ გაზეთები ინფორმაციის ძირითად წყაროდ სახელმწიფო სტრუქტურებსა და გარემოს დამცველ ორგანიზაციებს იყენებენ. როგორც გაირკვა, არსებობს კომუნიკაციის პრობლემა მეცნიერებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს შორის. იშვიათია შემთხვევები, როცა ინფორმაციის მისაღებად ჟურნალისტი მეცნიერსა და ექსპერტს მიმართავს. აგრეთვე, საგანგაშო ტენდენციად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ სტატიის ავტორების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იყენებს წყაროდ უშუალოდ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს.
მონიტორინგის მესამე ეტაპზე (10 ნოემბერი - 31 დეკემბერი) გაზეთი „რეზონანსი“ გარემოს დაცვაზე წერისას, ძირითად წყაროდ იყენებს არასამთავრობო სექტორს. წინა პერიოდთან შედარებით, სამთავრობო სტრუქტურები, ამ გამოცემაში კიდევ უფრო ხშირად შეგვხვდა ინფორმაციის წყაროდ. მესამე ეტაპზე ეს გამოცემა საკმაოდ მაღალი პროფესიონალიზმით აშუქებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით არის მომზადებული.
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მცირე დროსა და ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის საკითხების განხილვას. ეს სფერო, ძირითადად, ზედაპირულად, კრიტიკული ანალიზისა და თემის სიღრმისეული მომზადების გარეშე მიმოიხილება. მედიის მონიტორინგის პირველ ორ ეტაპზე „მოამბეში” გარემოს დაცვის თემაზე გადაცემულ სიუჟეტებში არც ერთხელ არ ყოფილა გამოყენებული რომელიმე ოპოზიციური პარტია წყაროდ.
როგორც წესი, გარემოს დაცვის თემა მედიაში ზედაპირულად, პრობლემებისა და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა საინტერესო საკითხის სიღრმისეული ანალიზის გარეშე შუქდება. შესაძლებელია, რომ გარემოს დაცვის საკითხების შესახებ დაწერილი სტატია ან გადაღებული სიუჟეტი კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი არაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მედია ალბათ მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს ამ სფეროს და უფრო სიღრმისეულად უნდა აშუქებდეს მას. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, რადგან ეს არხი არ არის კომერციულ მოგებაზე, რეკლამებსა და რეიტინგზე ორიენტირებული მედიასაშუალება. ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და შესაბამისად, მისი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე უფრო მაღალია.
აქვე გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშის სრულ ვერსიას.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

