Amnesty International-ის საჯარო განცხადება - საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის საპროტესტო აქციას ცივ წყალს ასხამს
07.05.2012
საქართველოს მთავრობამ ოპოზიციის აქტივისტებს ნება უნდა დართოს, რათა მშვიდობიანი გზით განახორციელონ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლება.
Amnesty International შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების აქციაზე ქუთაისში წყლის ჭავლი გამოიყენეს.
„2 მაისის ღამეს, დაახლოებით 50-მდე აქტივისტი ქუთაისში ჯერ „ქართული ოცნების“ ოფისთან შეიკრიბა, შემდეგ მათ დავით აღმაშენებლის ძეგლთან გადაინაცვლეს და იქ სანთლები დაანთეს. აქტივისტებს ეცვათ მაისურები წარწერით- „ქართული ოცნება“ და სკანდირებდნენ ლოზუნგს: „გაუმარჯოს ქართულ ოცნებას“.
აქტივისტებთან მივიდნენ ქუთაისის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები და ტერიტორიის დაცლა მოსთხოვეს, რადგან მათი განმარტებით, ტერიტორია უნდა დაესუფთავებინათ. აქტივისტები მათ დაპირდნენ, რომ 1 საათში დაამთავრებდნენ აქციას. თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ გამოჩნდა წყლის მანქანა, რომელმაც წყლის ჭავლი მიუშვა ტროტუარზე დანთებული სანთლებისა და აქციის მონაწილეების მიმართულებით ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
Amnesty International-ის წარმომადგენლები ესაუბრნენ აქტივისტებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მთელი აქციის განმავლობაში, როცა ისინი ქუთაისის ოფისიდან აღმაშენებლის ძეგლისკენ მიემართებოდნენ, მათ უკან მოჰყვებოდა დასუფთავების მანქანა და წყალს ასხამდა. აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეომასალა განთავსებულია ინტერნეტში, სადაც ჩანს სახანძრო ბრიგადის მანქანა, რომელიც უკან მისდევს და წუწავს ტროტუარზე მიმავალ დემონსტრანტებს; ასევე, ორ მეხანძრეს წყლის ჭავლი მიმართული აქვს აქტივისტებისკენ, რომლებიც ქუთაისის მერიის შენობის წინ აპირებდნენ ჩავლას.
ოპოზიცია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ეს იყო მერიის მიერ წინასწარ განზრახული აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა ოპოზიციური ჯგუფის შევიწროვებას. მათი აზრით, აღნიშნული ფაქტი იყო მესიჯი ოპოზიციის მომხრეთა მიმართ, რითაც ისინი გააფრთხილეს, რომ მთავრობის წარმომადგენლები არავის დაინდობენ.
Amnesty International შეშფოთებას გამოთქვამს მშვიდობიანი „სანთლების აქციის“ ხელის შეშლის გამო. ამით, ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ შეასრულა თავისი ვალდებულება, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა და კუთვნილებისა.
Amnesty International შეახსენებს მთავრობას, რომ მათ არ უნდა იმოქმედონ ცალკეული პიროვნებების შესახებ წინასწარ შექმნილი ნეგატიური წარმოდგენის მიხედვით, როდესაც ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს. ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ ქალაქის მთავრობის მოვალეობაა, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას. დემონსტრაციას შესაძლოა, დროებით შეეფერხებინა დასუფთავების სამუშაოები, თუმცა ეს არ ამართლებს მშვიდობიანი პროტესტის ხელის შეშლას.
2012 წლის 4 მაისი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

