01:27, Saturday, 11.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში უკანონო მშენებლობას აპროტესტებენ

16.05.2012

თამთა ბელიაშვილი

15 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია და ბრიფინგი გამართეს.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები“, მწვანე ალტერნატივა, ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგა, ეკოტეკი, ენერგოეფექტურობის ფონდი, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები - ეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამონათვალია, ვინც უკმაყოფილება გამოხატა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაწყებულ მშენებლობასთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების ხელთ არსებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების დამკვეთია კომპანია შპს „ანაკლია-განმუხური რესორტი“. სამუშაოებს კი კომპანია „სანი“ ასრულებს. პროექტი ითვალისწინებს ერთკილომეტრიანი ველოტრასის მშენებლობას. „სანის“ წარმომადგენლების განცხადებით, გაფართოების მიზნით, მშენებლობა, შესაძლოა, ბაღის შიდა ტერიტორიაზეც გაგრძელდეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ამან შესაძლოა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის განადგურება გამოიწვიოს.

საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის განადგურების პროცესი 5 მაისიდან დაიწყო. ბაღი საუკუნეზე მეტი ხნისაა და კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე რაიმე მშენებლობის წამოწყება უნდა შეთანხმდეს „კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან“, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ განხორციელებულა და პროტესტის მიზეზიც სწორედ უკანონო მშენებლობა გახდა.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრის თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მშენებლობის წამოწყება, შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებლად, სისხლის სამართლის დანაშაულია და გარემოსდამცველები იმ პირების დასჯას მოითხოვენ, ვინც ველოტრასის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო და ვინც ამჟამად უკანონო სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს: „ჩვენ წერილი გავგზავნეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ასევე, პროკურატურაში და ვითხოვთ აღნიშნულ კანონდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას. კულტურის სამინისტრო არ უნდა იყოს ბუტაფორია და მსგავსი უკანონობა არ უნდა დაუშვას“, -  აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ huanrights.ge-სთან საუბრისას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტექის“ წარმომადგენელი, პროფესორი თემურ ვეკუა აცხადებს, რომ დადიანების მიერ შექმნილი უნიკალური ბოტანიკური ბაღი, რომელიც სამეგრელოს მარგალიტს წარმოადგენს, პრიმიტიული და გაურკვეველი მშენებლობის გამო არ უნდა განადგურდეს.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში წამოწყებულ მშენებლობას ადამიანის უფლებათა ცენტრიც აპროტესტებს და მოთხოვნის წერილს აწერს ხელს. ცენტრს მიაჩნია, რომ  ველოტრასის მშენებლობა არ არის მხოლოდ ლოკალური გარემოსდაცვითი პრობლემა, არამედ ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რასაც ბოლო დროს სისტემატიური ხასიათი აქვს.

„საქართველოს აღმშენებლობის სახელით, ბაღების, სკვერებისა და ზოგადად, მცენარეების განადგურების ფაქტი პირველი არ არის. თბილისში რამდენიმე სკვერსა და ბაღში განადგურდა მცენარეები და მწვანე საფარი, რათა იქ შემდეგ პოლიციის ოფისები აეშენებინათ. ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეკრეაციული გარემოს, , მით უფრო - ისტორიული და კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ბოტანიკური ბაღის განადგურება, თანაც - კანონის უგულვებელყოფით, საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევაა“, - განაცხადა საპროტესტო აქციის მონაწილემ, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ალეკო ცქიტიშვილმა.

ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნის წერილები უპასუხოდ დარჩება, გარემოსა და ადამიანის უფლებების დამცველები კანონდარღვევის აღმკვეთ ბრძოლას რადიკალური ხერხებით გააგრძელებენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC