კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ძალიან დიდი საფრთხე არსებობს, რომ ხალხებს შორის სიძულვილი გაღვივდეს“

17 მაისი, 2012

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლის რეზო გეთიაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის პრობლემას დროულად არ მოაგვარებს, შესაძლოა, საქართველოს სხვა ტერიტორიებიც სადავო გახდეს.

გეთიაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა გაასაჯაროოს.

„ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ სასწრაფოდ დადოს საზღვრის ის პერიმეტრი, რაზედაც აზერბაიჯანთან შეთანხმება ვერ ხერხდება. სულ არის 446 კილომეტრი, აქედან 300 კილომეტრი შეთანხმებულია და 146 კილომეტრზე გვაქვს პრობლემა. დაიდოს ეს პერიმეტრი და იმსჯელონ მეცნიერებთან, საზოგადოებასთან ერთად და ინფორმაცია მიაწოდონ ხალხს, რა პრობლემები არსებობს. გაუგებარია რა გვაქვს დასამალი ჩვენს საზოგადოებასთან. სწორედ იმიტომ ვერ გადაიჭრა ამდენ ხანს ეს პრობლემა, რომ საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი არ გამხდარა. საზოგადოებამ ისიც არ იცოდა, რომ თურმე საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკებით უდაბნოს მონასტრის ნაწილი და სხვა ტერიტორიები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყოფილა“, - განუცხადა რეზო გეთიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

„ალაზანი არის მცოცავი მდინარე, რომელიც ხან იქით გადადის და ხან აქეთ გადმოდის იმიტომ, რომ აქ მიდის მთელი რიგი ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პროცესები და საზღვარიც გაურკვეველია. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და დადგინდა, რომ  არ არსებობს ისეთი დიდი პრობლემები, რაზედაც აზერბაიჯანმა და საქართველომ შეიძლება შეთანხმებას ვერ მიაღწიონ. საქართველო შეიძლება ამ შემთხვევაში გარკვეულ ტერიტორიას კარგავდეს, მაგრამ აზერაბაიჯანსაც აქვს რაღაც ტერიტორიები. თუ დროზე არ გადაჭრა საქართველომ ეს პრობლემა, ძალიან დიდი საფრთხეები იქმნება, შეიძლება მოხდეს რაღაც პროვოკაცია და ხალხებს შორის სიძულვილის გაღვივება, რასაც ბოლო დღეებში აქვს ადგილი. ასევე, შესაძლებელია ჩვენი სხვა ტერიტორიებიც გახდეს სადავო. მაგალითად, ბუნების ძეგლი, უნიკალური ადგილი კაკლის ყურე, რომელიც ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში შედის, ალაზანმა შეიძლება წელს თუ არა, მომავალ წელს მოწყვიტოს, მდინარის გაღმა დატოვოს“, - აღნიშნა რეზო გეთიაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები