კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯონ ბასი: „ნებისმიერი განვითარებადი დემოკრატიული საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა“

21 მაისი, 2012

თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც აღიარებს და მხარს უჭერს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას, გარანტირებული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის ადამიანის უფლებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული ინციდენტის დეტალები არ იცის და ამაზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ნებისმიერ პირს უნდა ჰქონდეს საშუალება, გამოხატოს თავისი აზრი, მასზე ზეწოლისა თუ ძალის გამოყენების შიშის გარეშე საზოგადოების სხვა წევრების მხრიდან.

„ნებისმიერი დინამიკურად განვითარებადი დემოკრატიული საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა საზოგადოების ყველა წევრისთვის, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. ეს გახლავთ ფუნდამენტური პრინციპი ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა ჯონ ბასმა.

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს" აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები მსვლელობას ფილარმონიიდან კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით აწყობდნენ. თუმცა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და „წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის“ წარმომადგენლებმა მეტრო „რუსთაველთან“ აქციის მონაწილეებს გზა გადაუღობეს და მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. აქციას გამვლელი მოქალაქეებიც აპროტესტებდნენ. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. სიტუაციის გამწვავების გამო ინციდენტში საპატრულო პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები