კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თიანეთის პოლიციასთან მომხდარი ინციდენტის თვითმხილველის ჩვენება

21 მაისი, 2012

თიანეთის პოლიციასთან მომხდარი ინციდენტის თვითმხილველის, კოალიცია „ქართული ოცნების“ თიანეთის შტაბის ოფისის მენეჯერის რუსუდან სისაურის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა გელა მთივლიშვილი ძალის გამოყენებით, უკანონოდ დააკავეს.

„15 მაისს, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრის გამო სოციალური დახმარება მოუხსნეს რვასულიან ოჯახს. ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე გელა მთივლიშვილს, რომელიც ამ ფაქტის გადასაღებად თიანეთში ჩამოვიდა. გადაიღო ეს პიროვნება და დავბრუნდით უკან. თიანეთის ცენტრში პოლიციის ახლადაშენებული შენობა უნდა გადაეღო, შენობიდან დაახლოებით 100 მეტრში იდგა. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი მოვიდა და გადაღება აუკრძალა. გელა ჩაჯდა მანქანაში. მოსთხოვა, რომ მანქანის შემოწმების მიზნით მისთვის საბუთები მიეცა. საბუთები გელამაც მოითხოვა, რათა სცოდნოდა, ვის ელაპარაკებოდა. გელა ამ ყველაფერს ვიდეოკამერით იღებდა. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი გელასთვის კამერის წართმევას ცდილობდა. გელამ აჩვენა საბუთები, პირადობის და მართვის მოწმობა. შემდეგ პოლიციის თანამშრომლებიც მოვიდნენ და ტექნიკური პასპორტი მოსთხოვეს. ისიც წარუდგინათ. ამის შემდეგ მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაათრიეს და პოლიციის შენობაში წაიყვანეს. ერთადერთი, რაც მომაძახა გელამ, იყო, მანქანას მიმიხედე, რამე არ ჩამიდონო. მე დავიწყე რეკვა ყველასთან, ვისთანაც შეიძლებოდა. შენობაში დაახლოებით 1 საათი ჰყავდათ. რომ გამოვიდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ნერვული შოკი ჰქონდა. ვერ აგიხსნით, როგორ იყო შეურაცხყოფილი და განადგურებული. როგორც თქვა, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მანქანამდე კი მოვიდა, მაგრამ  მანქანის მართვა არ შეეძლო. ძალიან ცუდად იყო“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს რუსუდან სისაურმა.
 
შეგახსენებთ, რომ გელა მთივლიშვილი 20 მაისს თიანეთის პოლიციის შენობის გადაღებისას დააკავეს. თიანეთის პოლიციის თანამშრომლებმა ჟურნალისტი პოლიციის შენობაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა წაართვეს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები