ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის საქმის გამოძიებას ითხოვს
21.05.2012
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს გელა მთივლიშვილის მიმართ თიანეთის პოლიციაში მომხდარი ფაქტი.
გელა მთივლიშვილი ამჟამად თიანეთის საავადმყოფოში იმყოფება, ძალიან სუსტადაა და მკურნალობს. მისი თქმით, ის 20 მაისს, დილის საათებში თიანეთის პოლიციას უღებდა ფოტოებს, რა დროსაც პოლიციამ დააკავა, აპარატურა წაართვეს, გადაღებული მასალა კი წაუშალეს და ცემეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა კი განაცხადა, რომ გელა არ დაუკავებიათ და არ უცემიათ. პოლიციამ უბრალოდ მისი ვინაობის დადგენა სცადა, რადგან გელამ პროვოკაცია მოაწყო.
„აშკარად პროვოკაცია მოაწყო: ვინაობა არ გაუმხილა პოლიციელებს და როდესაც ვინაობის დასადგენად შენობაში შეიყვანეს, მერე აღარ გამოდიოდა იქიდან, სანამ ძალით არ გამოაგდეს. პოლიციელებს არც უცემიათ, არც ხელი დაუკარებიათ მისთვის, არც აპარატურა წაურთმევიათ და არც იქ ჩაწერილი მასალა წაუშლიათ“, - განაცხადა უტიაშვილმა Media.Ge-სთან საუბრისას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შოთა უტიაშვილის, მიერ გაკეთებული კომენტარი სამინისტროს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას გამოხატავს.
„უკანასკნელ პერიოდში ჟურნალისტების მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტებზე სამინისტროს უმოქმედობა არის წამახალისებელი ფაქტორი ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განსახორციელებლად, დღეს მომხდარი ფაქტიც ამ უმოქმედობის შედეგია, სწორედ ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.
მედია.გე
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

