25 მაისი - ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია თბილისში
24.05.2012
25 მაისს, 12 საათზე, თბილისში იუსტიციის სამინისტროსთან (გორგასლის N24ა) ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართება.
ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართება სასტვენებით. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების სასწრაფოდ გამოძიებას და იმ ჩინოვნიკების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ან უკანონოდ დააკავეს.
„ბოლო ორ თვეში ჟურნალისტებზე ზეწოლის 20 ფაქტი მოხდა. ხელისუფლება უარს ამბობს ამ ფაქტების გამოძიებაზე. არ დასჯილა არცერთი მოძალადე ჩინოვნიკი. თუ ხარ ჟურნალისტი, თუ თვლი, რომ შენი უფლებები ირღვევა, თუ ფიქრობ, რომ შენს კოლეგებზე ზეწოლის ფაქტები გამოსაძიებელია, შემოგვიერთდი! ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები! ერთად მოვითხოვოთ ამ საქმეების გამოძიება! იყავი სოლიდარული!“ - ნათქვამია განცხადებაში.
აქციაზე გავრცელდება საქართველოში მოქმედი მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების განცხადება, რომლითაც ისინი მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება და უზრუნველყოს ქვეყანაში ჟურნალისტთა საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ასევე, აქციის მონაწილეები საერთაშორისო ორგანიზაციებს დეტალურად გააცნობენ ჟურნალისტთა ხელყოფისა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს.
Media.ge
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პროკურატურის ინფორმაციით, რობაქიძის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია
მარნეულის რაიონში მოსული ახალი გუნდი ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებს
შსს: ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი
ირაკლი ღარიბაშვილი - თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული
თბილისში დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?

