21:05, Friday, 29.08.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში

25.05.2012

საქართველო, მიმოხილვა. საქართველოს კონსტიტუციით, გათვალისწინებულია პრეზიდენტის წინაშე ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ხელისუფლება, ერთპალატიანი პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო. 2008 წლის იანვარში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელახლა აირჩიეს.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა მიიჩნიეს, რომ არჩევნები ძირითადად შეესაბამებოდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ. მაგრამ ეუთომ, აგრეთვე, გამოარჩია მნიშვნელოვანი პრობლემები, მათ შორის - ფართოდ გავრცელებულ ბრალდებები მუქარისა და ზეწოლის შესახებ, ხმების დათვლისა და ტაბულაციის არასრულფასოვანი პროცესი და ნაკლოვანებები საჩივრებისა და აპელაციის წარდგენის პროცესში.

ეს და სხვა პრობლემები დაფიქსირდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც, რომელიც ეუთოს დამკვირვებელთა დასკვნით, იყო არათანაბარი და არასრულყოფილი საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში. ოპოზიციური პარტიების დიდი რაოდენობის მიუხედავად, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტში დომინირებდა ერთი პარტია. უსაფრთხოების ძალები ანგარიშვალდებულნი იყვნენ სამოქალაქო ხელისუფლების წინაშე.

გასული საანგარიშო წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები იყო:

1. სახელმწიფო მოხელეების მიერ პატიმართა და დროებით დაკავებულთა უფლებების დარღვევა, აგრეთვე სტანდარტებთან სახიფათოდ შეუსაბამო პირობები საპატიმროებში;

2. ხარვეზები კანონის უზენაესობის კუთხით, მაგალითად, პრობლემები სასამართლოს მიერ კანონის ობიექტურ და თანაბარ გამოყენებასთან დაკავშირებით;

3. მთავრობის ჩარევა პროფკავშირებში გაერთიანებულ მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებში, მათ შორის, ჩარევა გაფიცვებში, თანამშრომელთა დაუსაბუთებელი დათხოვნა, საწევროს შეგროვებასთან დაკავშირებული ჩარევა, შრომითი კოლექტივების აქტივისტთა დევნა და დაშინება.

საანგარიშო წლის განმავლობაში დაფიქსირებულ სხვა პრობლემებს შორის იყო უშიშროების ძალების მიერ დემონსტრანტთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, 26 მაისს ოპოზიციის  საპროტესტო აქციის დაშლისას; პოლიტიკური ოპოზიციის წევრთა დაშინება; ვრცელდებოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ მოქალაქეთა კერძო საკუთრების დაუფლების მიზნით აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის არასწორი გამოყენების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი მედიის საკუთრების საკითხში მეტი გამჭვირვალობისათვის, მოქალაქეთათვის განსხვავებული და თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო.

იმ დროს, როდესაც დამოუკიდებელი მედია აქტიურობდა და გამოხატავდა აზრთა მრავალფეროვნებას, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამი უმსხვილესი სატელევიზიო მაუწყებელი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მთავრობასთან. მთავრობის პირდაპირი ან ირიბი გავლენა მედიასაშუალებებზე პრობლემად რჩებოდა. რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვა გაუმჯობესდა, მათ შორის, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად, სხვა რელიგიური ჯგუფების ფართო სპექტრსაც სამართლებრივი სტატუსი მიანიჭა. კვლავ ვრცელდებოდა ინფორმაცია დევნილი მოსახლეობის განსახლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. სხვა პრობლემებს შორის სახელდებოდა გამჭვირვალობის ნაკლებობა ბიზნესის საკუთრებისა და სამთავრობო ტენდერების ჩატარების კუთხით. ვრცელდებოდა ინფორმაცია არჩეულ თანამდებობებზე ქალების ნაკლებობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაღალი იყო ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი. საქართველო იყო, უპირველესად, მიმწოდებელი და ამავე დროს, სატრანზიტო ქვეყანა ადამიანთა ტრეფიკინგის თვალსაზრისით.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებათა დამრღვევი ოფიციალური პირების საქმეების გამოსაძიებლად და მათ დასასჯელად, საქმეთა გამოძიებას ხშირად აჩერებდნენ, ან აჭიანურებდნენ, რაც ქმნიდა დაუსჯელობის ატმოსფეროს.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე–ფაქტო  მთავრობებზე კვლავ არ ვრცელდებოდა ცენტრალური მთავრობის კონტროლი. სეპარატისტული მთავრობები კვლავ სარგებლობდნენ რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცისა და მესაზღვრის მხარდაჭერით, რომელსაც ეს რეგიონები რუსეთისა და საქართველოს 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ოკუპირებული აქვს. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალაში რჩებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, თუმცა ძალადობის შემთხვევები ორივე რეგიონში ხდებოდა. რუსი მესაზღვრეები ზღუდავდნენ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას. დე–ფაქტო მთავრობები განაგრძობდნენ უმთავრესად ეთნიკური ქართველების უფლებების შეზღუდვას არჩევნებში ხმის მიცემისას, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისას, აგრეთვე საკუთრების, ბიზნესის რეგისტრაციისა და გადაადგილების უფლებების შეზღუდვის კუთხით. სამხრეთი ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა ეთნიკური ქართველების უმრავლესობისათვის, რომელიც 2008 წლის კონფლიქტისას სახლებიდან გამოაძევეს, სამხრეთ ოსეთში დაბრუნების უფლება დაერთო. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გამოკლებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს აკრძალული ჰქონდათ სამხრეთ ოსეთში შესვლა ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად.

ხუთშაბათი, 24 მაისი, 2012

აშშ-ის საელჩო საქართველოში

საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის ვიდეომიმართვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ - ორიგინალი სრულად
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC