გამოცდების ეროვნულ ცენტრს პოლიციის აკადემიის რექტორი უხელმძღვანელებს
31.05.2012
შსს–ის პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე გამოცდების ეროვნულ ცენტრს უხელმძღვანელებს. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ ხატია დეკანოიძე ამ ეტაპზე საუკეთესო კანდიდატურაა ამ თანამდებობაზე.
„ეს არის ადამიანი, რომელიც ახალ ეტაპზე აიყვანს განათლების რეფორმას“, – განაცხადა შაშკინმა, „მისი ამოცანაა, რომ წელს ჩატარდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ის ჩატარდება საუკეთესოდ და მომავალაში გააგრძელოს რეფორმირება“.
„მიუხედავად ჩვენი სტრუქტურული განსხვავებებისა [პოლიციის აკადემიას და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შორის], ჩვენ ვიყავით ორი სამინისტრო, რომელიც მუშაობდა რეფორმების განსაკუთრებით სერიოზულ მიმართულებებზე. საქართველოში ამ ზაფხულს, ისევე როგორც ყველა ზაფხულს, გამოცდები ჩატარდება უდიდესი შეფასებით, ძალიან ზედმიწევნით... მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ არავითარი ხარვეზი გამოცდების მიმდინარეობის პროცესში არ იქნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძე პოლიციის აკადემიის რექტორი 2008 წელს გახდა; მანამდე იგი ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში, ხოლო 2004 წელს ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობდა მაშინ, როცა ამ სტრუქტურას ახლანდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი უძღვებოდა.
სივილ ჯორჯია
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

