კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისის დაზიანების ფაქტის გამოძიება დაიწყო

1 ივნისი, 2012
პოლიციამ კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ოფისის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ლექსო თამაზაშვილმა  განუცხადა,  პოლიციის თანამშრომლებმა ის და პარტიის რამდენიმე წევრი უკვე დაკითხეს.

„ჩვენი ოფისის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს პოლიციას გუშინვე მივმართეთ და გამოძიების დაწყება მოვითხოვეთ. საქმე აღიძრა და მე და კოალიციის 4 წევრი გუშინვე დაგვკითხეს“, - აღნიშნა ლექსო თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, ღამით, დედოფლისწყაროში კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი დააზიანეს. როგორც შტაბის ოფის მენეჯერმა აკაკი ნატროშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, „ქართული ოცნების“ ბანერსა და კედლებს რამდენიმე დიდი ქვა ესროლეს, კარი კი გატეხეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები