კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზურაბ ზვიადაურის „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების შემდეგ მისი მეგობრები სამსახურებიდან გაათავისუფლეს

5 ივნისი, 2012

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, რომელიც რამდენიმე დღის წინ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გახდა, აცხადებს, რომ კოალიციაში გაწევრიანებაზე უარი სათქმელად მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. „როდესაც ჩემი გადაწყვეტილება გაიგეს, ჩემს მეგობრებსაც ურეკავდნენ. არ დავკონკრეტდები თუ ვისგან იყო ეს ზარები“, - აღნიშნა ზვიადაურმა 4 ივნისს დედოფლისწყაროში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს.

მისივე თქმით, იმ მიზნით, რომ კოალიციაში გაწევრიანებაზე უარი ეთქვა, მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. „როდესაც ჩემი გადაწყვეტილება გაიგეს, ჩემს მეგობრებსაც ურეკავდნენ. არ დავკონკრეტდები თუ ვისგან იყო ეს ზარები“, - აღნიშნა ზვიადაურმა.

„ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს ზვიადაურის მეგობრები, სოფო ცირეკიძე და ზურაბ უძილაური. ცირეკიძე საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში უცხოელებთან ურთიერთობის კოორდინატორი იყო, უძილაური კი თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. „ქართულ ოცნებაში“ ზვიადაურის გაწევრინების შემდეგ, ფედერაციაში მომთხოვეს, რომ ისინი როგორმე ზვიადაურთან დამეკავშირებინა და ასეც მოვიქეცი, მისი დისშვილების მეშვეობით დავუკავშირდი, ამის მეტი მართლა არაფერი მომხდარა“, - განუცხადა ცირეკიძემ სააგენტოს „პირwელს“ და აღნიშნა, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად ფედერაციაში ზურაბ ზვიადაურთან სატელეფონო საუბრები დაასახელეს. „სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ზვიადაურთან სატელეფონო საუბრები დამისახელეს, მაგრამ რა საუბრები იყო, არვიცი. მე ვესაუბრებოდი ზურას, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მეგობრული საუბრები იყო, ამიტომ გაუგებარია, რა იპოვეს იქ განსაკუთრებული“, - განმარტა ცირეკიძემ.

რაც შეეხება უძილაურის გათავისუფლებას, ზვიადაური ამბობს, რომ იგი უძილაურის ბავშვის ნათლიაა. „თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ჩემთან მეგობრობა და  ჩვენი სატელეფონო ზარები გახდა. ზურაბს უთხრეს, რომ ან ჩემთან გაწყვეტდა კონტაქტს, ან სამსახურს დაატოვებინებდნენ. მან სამსახურის დატოვება არჩია“, - აღნიშნა ზვიადაურმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები