კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით ბეჟუაშვილმა ამომრჩეველს სუფრა გაუშალა

6 ივნისი, 2012
ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი

4 ივნისს საინფორმაციო სააგენტომ INFO 9 გამოაქვეყნა რეპორტაჟი, სადაც მოთხრობილია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის - დავით ბეჟუაშვილის მიერ მოსახლეობისთვის სადღესასწაულო სუფრით გამასპინძლების შესახებ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, ასეთი ქმედება შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა და საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას.

„სამების ტაძრის ეზოში გაშლილი პურმარილით თეთრიწყაროს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი სოფელ ასურეთის მოსახლეობას შეხვდა. სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ უკიდურესად უჭირს  და აქვს უამრავი პრობლემა - არ მიეწოდებათ სასმელი წყალი, შესაკეთებელია მიწისძვრის დროს დაზიანებული სახლები, სოფელში მოსაწესრიგებელია შიდა გზები. მოსახლეობა გაზიფიცირებასაც ითხოვს. მათი თქმით, არაერთხელ მიმართეს გამგეობას, მაგრამ უშედეგოდ. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მწირი ბიუჯეტი ამის საშუალებას არ იძლევა. ადგილობრივების აზრით, „სმა-ჭამა“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაიმართა. შეურაცხყოფილი ასურეთელები იმასაც ყვებიან, თუ როგორ მოიწვიეს „მოპატიჟეებმა“ წინა დღეს მთელი სოფლის მოსახლეობა ბეჟუაშვილის პურმარილზე, რომელიც  მათი თქმით, 4500 ლარი დაჯდა, თუმცა კამერასთან ამაზე ღიად საუბარი მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაბედა. კერძო  საუბარში იმასაც ყვებიან, რომ ბეჟუაშვილი მსგავს სუფრებს ინტენსიურად შლის სხვადასხვა სოფელში. მათი თქმით, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ღოუბანში 20 მაისს მსგავსი ქეიფის გამო ერთ-ერთ ოჯახში მიცვალებულის დაკრძალვაც კი გადადეს. ამ თემაზე „ინფო 9“ სოფელ ასურეთში რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს გაესაუბრა. მას შემდეგ რაც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა სოფელი დატოვა, რამდენიმე საათში ჩვენი გაბედული რესპოდენტი ქალბატონი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მას პოლიციის თანამშრომლები სახლში ეწვივნენ და გააფრთხილეს, სამომავლოდ თავი შეეკავებინა „ინფო 9“-სთან ურთიერთობისგან“, - იუწყება სააგენტო info 9.

„როგორც ვიდეორეპორტაჟის ერთ-ერთი რესპონდენტი ყვება, ასურეთობის დღესასწაულის წინა დღეს ჩამოიარეს „მოპატიჟეებმა“ და უთხრეს, რომ დავით ბეჟუაშვილი ეპატიჟებოდათ სუფრაზე. სიუჟეტში ასევე ჩანს სადღესასწაულო სუფრის სამზადისი და თავად მაჟორიტარი დეპუტატი. გარდა ამისა, საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ მოსახლეობის ცნობით, დავით ბეჟუაშვილი „მსგავს სუფრებს სხვა სოფლებშიც ინტენსიურად შლის“.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 1641მუხლით კი, საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის ან სხვა ქონების გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, სახეზე იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. გასათვალისწინებელია, რომ ქმედების განმახორციელებელი პირი, პოლიტიკური გაერთიანების მიერ პოლიტიკური ნიშნით არის წარდგენილი და მასთან ასოცირდება, რაც ამ პირის საარჩევნო მიზნების არსებობას უსვამს ხაზს. მივმართავთ საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს პროკურატურას, გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამიაTI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის საკრებულოს წევრმა თამაზ გველუკაშვილმა სააღდგომოდ ქალაქის რამდენიმე უბანში საჩუქრად ცხვარი და ღვინო გააგზავნა, რაც ასევე, ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ფაქტზე, TI-ის მიმართვის საფუძველზე კონტროლის პალატამ ადმინისტრაციულიწარმოება დაიწყო.

ახალი ამბები