კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზ და ოს ხალხს საშუალება ექნებათ, ამერიკაში ნეიტრალური სტატუსის დოკუმენტებით ისწავლონ ან იმოგზაურონ

6 ივნისი, 2012

ამერიკის საელჩოები და საკონსულოები უახლოეს პერიოდში ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტებს მიიღებენ, რომლის საშუალებითაც აფხაზ და ოს ხალხს საშუალება ექნებათ ამერიკაში ისწავლონ ან იმოგზაურონ, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 5 მაისს ბათუმში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ განვიხილეთ გზები, როგორ შეუძლია საქართველოს, ხელი გაუწოდოს აფხაზებსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ხალხს. ამ გზებში შედის ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტებით უზრუნველყოფა. მალე ამერიკის საელჩოები და საკონსულოები მსოფლიოში მიიღებენ ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტებს, ნებისმიერი რეზიდენტისთვის ამ რეგიონებში, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ ის გამოიყენონ ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად ან სამოგზაუროდ. ეს იქნება ნაწილი იმ შერიგებისა, რომელიც გათვალისწინებულია მშვიდობიანი და სამართლიანი რეზოლუციით“, - განაცხადა აშშ-ის სახლმწიფო მდივანმა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჰილარი კლინტონთან მოლაპარაკებების შემდეგ ვაშინგტონის სამ „ძალიან მნიშვნელოვან“ გზავნილს გაუსვა ხაზი, რომლებიც ეხება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, სტატუს–ნეიტრალური დოკუმენტების აღიარებას და არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნას.

„ამერიკამ აღიარა ის დოკუმენტები, რომელსაც ჩვენ გამოვცემთ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის. ე.ი. აქამდე ეს დოკუმენტები ჰქონდა აღიარებული რამდენიმე ბალტიურ ქვეყანას, იაპონიას და ახლა უკვე აღიარა ამერიკამ, რაც ნიშნავს, რომ აწი უკვე ძალიან ბევრი ვინმე აღიარებს. ეს მისცემს საშუალებას ჩვენ თანამემამულეებს, რომლებიც იქ დარჩნენ, არ აიღონ ძალით ეს რუსული პასპორტები და საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტებით იმოგზაურონ მთელ მსოფლიოში; გაუხსნა შესაძლებლობა, რომელიც არის მართლა წარმოუდგენლად დიდი დიპლომატიური მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატუს–ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები საქართველომ გასული წელს შემოიღო სეპარატისტულ რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის, თუმცა სოხუმმა და ცხინვალმა  გააკრიტიკეს ეს გადაწყვეტილება, როგორც ამ ორი რეგიონის შემდგომი იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.

„ინტერპრესნიუსისა“ და „სივილ ჯორჯიას“ მიხედვით

ახალი ამბები