კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური პარტიების და სამოქალქო საზოგადოების ერთობლივი განცხადება მესხხის, ამაშუკელის და ამბროლაძის საქმეზე

11 ივნისი, 2012

2012 წლის  10 ივნისს უფლებადამცველების ჯგუფმა შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები მესხის, ამბროლაძის და ამაშუკელის საქმეზე და დაადგინა შემდეგი:

ბრალდების არსი:

1. მიხეილ ამაშუკელის, გაგა ამბროლაძის და მიხეილ მესხის მიმართ გამოძიება დაიწყო 2012 წლის 7 ივნისს, ბრალად წარედგინათ სსკ 1641-ე მუხლი  (ამომრჩევლის მოსყიდვა) და შეეფარდათ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა.

ბრალდების ვერსიით, ბრალდებულები, როგორც პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების~ წარმომადგენლები, ქ. ქუთაისში მოქალაქეებს ურიგებდნენ ბუკლეტებს (ე.წ. „ოცნების ბარათებს“) და სთავაზობდნენ მხარდაჭერის სანაცვლოდ თხოვნების დაფიქსირებას (მ.შ. მატერიალური შინაარსის) და ჰპირდებოდნენ მათ შესრულებას. კერძოდ, რამოდენიმე მათგანმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ შესაძლბელია ზოგიერთი თხოვნა (მაგ: სარეცხი მანქანის შესახებ) კიდეც იქნეს დაკმაყოფილებული.

პოლიტიკური მოტივი:

2. ახალგაზრდები დაკავების მომენტისთვის წარმოადგენდნენ პარტია ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს.

სამართლებრივი დარღვევები:

3. რეალურად ადგილი არა აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას, რადგანაც ახალგაზრდები მხოლოდ არიგებდნენ ბუკლეტებს და დადგენილი არ არის, რომ ვინმეს რაიმე შესთავაზეს ან გადასცეს მხარდაჭერის სანაცვლოდ. მეტიც, კარგადაა ცნობილი მთელი საზოგადოებისთვის, რომ ასეთი „ბარათები“ დარიგდა ათასობით საქართველოში და აქციის შინაარსი ყველგან იდენტური იყო და გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა მომხდარიყო გამონაკლისი მხოლოდ ერთ-ერთ ქალაქში.

რაც შეეხება ბრალდებულების სატელევიზიო განცხადებას, ეს წარმოადგენდა გამოუცდელი რესპოდენტების პასუხს ჟურნალისტის პროვოკაციაზე და აქციის შინაარსის მათეულ ინტერპრეტაციას, რაც სისხლის სამართალში ცნობილია როგორც „ლიტონი ბრალი“ და არ არის დასჯადი, თუკი გაცხადებული „დანაშაულებრივი“ ქმედება რეალურად არ განხორციელდება;

4. ბრალდებულები საერთოდ არ წარმოადგენენ ამ დანაშაულის სუბიექტს. მათ მოვალეობას წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ სააგიტაციო მასალის ე.წ. „ოცნების ბარათების“  დარიგება და შევსებული ბარათების შეგროვება, მათ ძალიანაც რომ ნდომოდათ, არ შეეძლოთ ამომრჩევლის მოსყიდვა (რადგანაც დადგენილია, რომ საამისო რესურსები არ გააჩნდათ). ამდენად, თუ თავისთავად პროკურატურა „ოცნების ბარათების“ დარიგებას მოსყიდვად მიიჩნევს, დანაშაულის სუბიექტად ჩაითვლება თანხის გამცემი, ან ორგანიზატორი, მაგრამ არა ბუკლეტების დამრიგებელი პირები. 

5. სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც ბრალად შეერაცხა მიხეილ ამაშუკელს, გაგა ამბროლაძეს  და მიხეილ მესხს, ძალაშია 2005 წლის 16 დეკემბრიდან (მუხლის ფორმულირება შეიცვალა 2012 წლის 8 მაისს), თუმცა, მოცემულ ინცინდენტამდე არც ერთხელ არ გამოუყენებიათ პრაქტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლიდან საქართველოში ჩატარდა 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები, 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და  რამდენჯერმე შუალედური არჩევნები.
ზ/ა არჩევნების დროს დაფიქსირდა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენელთა მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის არაერთი ფაქტი: წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები გადასცემდნენ ფასიან საჩუქრებს, პროდუქტს, მედიკამენტებს, ვაუჩერებს. თუმცა, არც ერთ მათგანზე არ განხორციელებულა რეაგირება და არ მომხდარა დამრღვევი პირების დაპატიმრება ამომრჩეველთა მოსყიდვის მუხლით. შესაბამისად, ადგილი აქვს მუხლის შინაარსის დისკრიმინაციულ ინტერპრეტაციას მოცემულ შემთხვევაში.

ზ/ა გამომდინარე ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი მივიჩნევთ, რომ მიხეილ მესსი, მიხეილ ამაშუკელი და გაგა ამბროლაძე წარმოადგენენ პოლიტიკურ პატიმრებს.

ლალი აფციაური, პატიმართა თანამეგობრობა

ქეთი ბექაური

ზაზა დავითაია

ნანა კაკაბაძე, „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“

10 ივნისი, 2012

ჩვენ ქვემორე ხელისმომწერი პოლიტიკური პარტიები მხარს ვუჭერთ ზ/ა დასკვნას და მოვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას:

ნინობურჯანაძე,დემოკრატიულიმოძრაობა                                                                                       

კახაკუკავა,თავისუფალისაქართველო                                                                                                 

თემურ,შაშიაშვილი,თეთრები                                                                                                                 

ჯონდიბაღათურია,ქართულიდასი                                                                                                      

აკაკი ასათიანი, ტრადიციონალისტთა კავშირი   

ახალი ამბები