კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს მიკროავტობუსი ჩამოართვეს

11 ივნისი, 2012

დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს დიმიტრი ხუმარაშვილს მიკროავტობუსი ჩამოართვეს და ისე, რომ ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგენიათ, მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

„დიმიტრი სოფელ ქვემო ქედიდან მოდიოდა. მანქანაში დედა და დეიდა ისხდნენ. დედოფლისწყაროს შემოსასვლელში პოლიციამ გააჩერა. დიმიტრიმ როცა ჰკითხა - რატომ გამაჩერეთო, გადმოცემულია ეს ნომერი და მიზეზი თელავში გაარკვიეთო. ჩამოსვეს სამივე და მანქანა საჯარიმო სადგომზე წაიღეს. ადგილზე ოქმი არ შეუდგენიათ. ერთ–ერთ პოლიციელს უთქვამს - ეტყობა, შენ ქუთაისშიც აპირებ წასვლას და მანქანა რომ არ გექნება, ვეღარ წახვალო“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლებმა პოლიციისთვის არდამორჩილების ბრალდებით კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მძღოლი გია პოპიაშვილი დააკავეს. სასამართლომ მას 10 დღით პატიმრობა შეუფარდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები