კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფონდი „ქომაგი“ სახალხო დამცველს, საელჩოებსა და მედიასაშუალებებს მიმართავს

12 ივნისი, 2012

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქომაგი“ ხელისუფლების მხრიდან ხელისუფლების მხრიდან დაშინების მცდელობაზე საუბრობს და მიმართვას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო იმ მოქალაქეებზე ზეწოლა რომლებმაც „ფონდ ქომაგს“ მომართეს დახმარებისთვის. კერძოდ: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 9 ივნისს, შაბათს დაიწყო ამ მოქალაქეთა მასობრივი დაბარება. მათი გადაყვანა მოდულის შენობაში მოხდა უწყების ჩაბარებისთანავე მუქარით და იძულებით. ამასთანავე უწყებაში არ ყოფილა მითითებული მოტივი, რასთან დაკავშირებით უნდა მომხდარიყო მათი დაკითხვა. მოქალაქეებს არ მიეცათ ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა. დაკითხვა მიმდინარეობდა ხანგრძლივი დროის მანძილზე, უწყვეტად, ზოგ შემთხვევაში 10 საათის განმავლობაში. ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ გაურკვეველ და სტრესულ სიტუაციაში. დაკითხვის დროს ხდებოდა პროვოკაციული კითხვების დასმა, რაც მიმართული იყო „ფონდი „ქომაგის“ დისკრედიტაციისკენ. შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ გაითვალისწინეს ამ ადამიანების, არც ასაკი და, არც ჯანმრთელობის მდგომარეობა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლოობა ერთ-ერთი მოქალაქე დასაკითხად მოდულის შენობაში გადაყვანილი იქნა საავადმყოფოდან.

მივმართავთ სახალხო დამცველს, არასამთავრობო, ადამიანის უფლებათა დამცავ ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და მედიასაშუალებებს.
მიგვაჩნია რომ ხელისუფლების ეს ქმედებები ემსახურება ხალხის დაშინებას.

„ფონდი ქომაგი“ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფონდის მიზნები არის ღია და საჯარო, არ ემსახურება არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს და მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. შესაბამისად, ვაცხადებთ, რომ ყველა ბრალდება, რომელიც გამოთქმული იქნება ხელისუფლების მიერ „ფონდი ქომაგის“ საქმიანობასთან დაკავშირებით, იქნება ხელისუფლების მორიგი პროვოკაცია ფონდის კეთილშობილური მიზნების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ, მოგმართავთ თხოვნით, დროულად მიიღოთ ზომები, რათა შეაჩეროთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეშად დარღვევის პროცესი“, - აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს ფონდის თავმჯდომარე ია მეტრეველი აწერს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები