კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება „იდენტობის“ დემონსტრაციის დარბევასთან დაკავშირებით

19 მაისი, 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს 17 მაისს თბილისში, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ ორგანიზებული მსვლელობის დარბევას.

„იდენტობის“ დემონსტრაციას, რომელიც ლგბტ ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და უარყოფითი განწყობის შეცვლისკენ იყო მიმართული, რუსთაველის გამზირზე გზა გადაუკეტეს და შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეებმა, რომლებიც თავის მხრივ, აპროტესტებდნენ და დაუშვებლად მიიჩნევდნენ მსგავსი დემონსტრაციების თბილისში მოწყობას.

მიუხედავად იმისა, რომ „იდენტობის“ მიერ საპატრულო პოლიცია წინასწარ იყო გაფრთხილებული შესაძლო ექსცესებთან დაკავშირებით, პატრულმა ვერ უზრუნველყო ვერც საზოგადოებრივი წესრიგი და ვერც მშვიდობიანი მანიფესტანტების დაცვა. მოქალაქეებმა, რომელთა შორის „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ აქტივისტები სჭარბობდნენ, გზა გადაუღობეს მშვიდობიან მანიფესტანტებს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ. შემაშფოთებლია, რომ ექსცესებზე არც თუ ისე დროული რეაგირების შემდეგ საპატრულო პოლიციამ დააკავა არა თავდამსხმელები, არამედ მათი მსხვერპლი – ლევან ბერიანიძე, ასევე – „იდენტობის“ სხვა წარმომადგენლები: გურამ დემეტრაშვილი, მაგდა კალანდაძე და გვანცა ძერყორაშვილი, რომლებმაც პროტესტის ნიშნად გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომლების არაადეკვატური რეაგირებით და წუხს, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეცათ საშუალება, თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი აზრი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა უფლება, შეიკრიბონ საჯარო ადგილას და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე, 17 მაისს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ უფლების დაცვა.

მივმართავთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ივანე მერაბიშვილს, გამოავლინოს და პასუხისგებაში მისცეს დემონსტრაციის მსვლელობისას საზოგადოებრივ წესრიგზე პასუხისმგებელი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებაც ვერ დაიცვეს მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება და ნებით თუ უნებლიეთ, ხელი შეუწყვეს ძალადობის ესკალაციას.

მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას გამოიძიოს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის ფაქტი და პასუხისგებაში მისცეს ის მოძალადეები, რომლებმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს. აქვე მთავარ პროკურორს შევახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, რელიგიური, ეთნიკური მიკუთვნების, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.

მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, არ დაუშვან სიძულვილის გაღვივება ქვეყანაში, პატივი სცენ სექსუალური, რელიგიური, ეთნიკური და სხცა უმცირესობის ჯგუფების უფლებებს, მათ განსხვავებულ მოსაზრებებს და ამ მოსაზრებების მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
18.05.2012

ახალი ამბები