01:49, Sunday, 19.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

უშვილო წყვილსა და სუროგატ დედას მათ უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით შესაძლოა, ხელშეკრულების დადება მოუწიოთ

12.06.2012
უშვილო წყვილსა და სუროგატ დედას, მათ უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით შესაძლოა ხელშეკრულების დადება და მისი ნოტრაიუსთან დამოწმება მოუწიოთ.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შედის.
ხელშეკრულებაში წყვილსა და სუროგატ დედას იმ საკითხებზე შეთანხმება შეეძლებათ, რომლებიც კანონმდებლობით არ იქნება დარეგულირებული.

კანონმდებლობით კი დადგენილი იქნება უშვილო წყვილის ვალდებულება, აანაზღაუროს ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის (ტექნოლოგიების) განხორციელებასთან და სუროგატი დედისათვის კანონით დადგენილი წესით სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებასთან.

ასევე, წყვილმა უნდა აანაზღაუროს სუროგატული დედის ორსულობასთან, მშობიარობასთან, მშობიარობის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებასა და დაბადებული ბავშვის სამშობიაროში მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები; სუროგაციის ხელშეკრულების გაფორმებისათვის აუცილებელი იურიდიული და სხვა მომსახურებისათვის არსებული ხარჯები; სუროგაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხარჯი, მათ შორის შესაძლო შემოსავლის დანაკარგი, თუ ანაზღაურება არ გულისხმობს სუროგატი დედის მიერ ფინანსურ მოგებას.

კანონპროექტითვე, უშვილო წყვილი ვალდებული იქნება დაიცვას სუროგატული დედის ვინაობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, როგორც ბავშვის დაბადებამდე, ისე მის შემდეგ, თუ ამას მოითხოვს სუროგატული დედა. სუროგატი დედის ეს სურვილი, წყვილსა და მას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში უნდა იყოს ასახული.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძეა. პროექტის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC