09:03, Wednesday, 22.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება“ ხელისუფლებას წინასაარჩენო დარღვევებზე ობიექტური და თანმიმდევული რეაგირებისკენ მოუწოდებს

14.06.2012

კამპანია „ეს შენ გეხებას“  მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიგვაჩნია, რომ უკანასკნელ პერიოდში  საქართველოს კონტროლის პალატის, სასამართლოსა და პროკურატურის ქმედებები  პოლიტიკური პარტიების  წინააღმდეგ  სუბიექტურობითა და არათანაბარი მიდგომით ხასიათდება. აღნიშნული უწყებების მიერ პარტიის წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა მიმართ წაყენებული ბრალდებები და გამოყენებული სანქციები, ხშირ შემთხვევაში, ცალმხრივ და არასაკმარისად დასაბუთებულ ფაქტებს ან ვარაუდებს ეყრდნობა. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სანქციათა შეფარდების პროცესი დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობს, რაც ხელს უშლის საქმის გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევასა და დაცვის უფლების სათანადო განხორციელებას.

მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვანი მოთხოვნისა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა პლურალისტურ მედიაზე,  ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების გზები დღითი დღე იზღუდება და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივებით  არის განპირობებული.

გამომდინარე იქიდან, რომ კამპანიის მონაწილე ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის მთავარი ამოცანაა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარება, პოლიტიკური პროცესების სტაბილურობა, მივმართავთ:

საქართველოს პრეზიდენტს, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაატაროს  შესაბამისი ზომები  სამართლიანი  წინასაარჩევნო და მედია გარემოს უზრუნველსაყოფად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა  ეჭვის ქვეშ დადგეს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა; 

კონტროლის პალატას, შეწყვიტოს არათანაბარი და სუბიექტური მიდგომა პარტიების მონიტორინგის პროცესში; უწყების მიერ გაკეთებული შეფასებები ეფუძნებოდეს სამართლებრივად და ფაქტობრივად დასაბუთებულ და სრულყოფილად გამოკვლეულ გარემოებებს; ერთნაირი  ოპერატიულობით გამოიკვლიოს და ადეკვატური პასუხისმგებლობა მოითხოვოს არა მარტო ოპოზიციური პოლიტიკური ძალის, არამედ, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა  სამართალდარღვევებზე;

სასამართლო ხელისუფლებას, მოახდინოს საქმის გარემოებების სრულყოფილი, ობიექტური  და ყოველმხრივი გამოკვლევა;  უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა,  მისცეს მათ სათანადო დრო სასამართლო პროცესისთვის მოსამზადებლად და მტკიცებულებათა წარსადგენად;  გაითვალისწინოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მაქსიმალურად უზრუნველყოს მსურველთა სხდომებზე დასწრება. განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს თავისუფლების აღმკვეთი ზომების გამოყენებას;

პროკურატურას, ოპერატიულად შეისწავლოს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები, რომლებიც  მოქალაქეთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებასა და მედიის წარმომადგენელთათვის საქმიანობის ხელის შეშლას ეხება;

უწყებათაშორის კომისიას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და მუქარის გამოვლენილ  ფაქტებთან დაკავშირებით, გასცეს რეკომენდაციები შესაბამის თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის თაობაზე;

სამოქალაქო კამპანია  „ეს შენ გეხება“ 

 2012 წლის 12 ივნისი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC