კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ითხოვს, დაიწყოს გამოიძიება სენაკის პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე

14 ივნისი, 2012

ინტერპრესნიუსი

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას მიმართავს რეკომენდაციით, დაიწყოს გამოძიება სენაკის პოლიციის თანამშრომლების მიერ ზურაბ ლაბახუასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, როგორც სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციაში აღნიშნული, უმოკლეს ვადებში უნდა ჩატარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს ზურაბ ლაბახუას სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათი, ხარისხი და ხანდაზმულობა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2012 წლის 8 ივნისს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ნონა ლაბახუამ. განცხადების თანახმად, მისი მეუღლე ზურაბ ლაბახუა სენაკის პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებისას სასტიკად ცემეს.

„11 ივნისს სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა და გაესაუბრა ბრალდებულ ზურაბ ლაბახუას. პატიმრის ინფორმაციით, იგი 3 ივნისს მიდიოდა სენაკში, ჭყონდიდელის ქუჩაზე, რა დროსაც შავებში ჩაცმული უცნობი მამაკაცი კისერში სწვდა, დაუწყო გინება, ცემა და თან უხმობდა სხვა პირებს. პატიმრისვე გადმოცემით, მასთან მივიდა კიდევ ოთხი პირი, წააქციეს და დაუწყეს ცემა. შემდეგ დაადეს ხელბორკილები, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს სენაკის პოლიციაში. როგორც ბრალდებული აღნიშნავს, ქუჩაში ცემის ფაქტს მისი ოჯახის წევრები და მეზობლები შეესწრენ. მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლები პოლიციის შენობაში მიყვანამდე მანქანაშიც სცემდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ლაბახუას გადმოცემით, დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნისას იგი რამდენჯერმე გახდა ცუდად, რის გამოც ოთხჯერ იქნა გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ხოლო 5 ივნისს, სენაკის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმში აღნიშნულია, რომ იზოლატორში მოთავსების მომენტში, 4 ივნისს, ზურაბ ლაბახუას მარჯვენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა დაჟეჟილობა, მარცხენა თირკმლის და ორივე მუხლის არეში - დაჟეჟილობა. მარცხენა კოჭის არეში - დაჟეჟილობა და შესიება.

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4 დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ 2012 წლის 6 ივნისს შედგენილი სამედიცინო ცნობის თანახმად, ზურაბ ლაბახუას აღენიშნებოდა ორივე თვალბუდის არეში დაჟეჟილობა, ასევე შუბლის წილის მარცხენა მხარეს - ნაკაწრი და ნაჭდევი. მარჯვენა ბეჭის არეში - ნაჭდევი. ორივე მტევნის სახსართან - ნაკაწრები დაფარული ფუფხით. ორივე დუნდულას ზედა კიდეებთან - დაჟეჟილობა. სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ ლაბახუას მონახულებისას, 11 ივნისს, პატიმარს გარეგნული დათვალიერებით კვლავ აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები: ორი კოპი თავზე, საფეთქლებზე - ექსკორიაციები, მარცხენა მხარზე და ორივე თვალბუდეზე - მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი, ორივე მაჯაზე - ექსკორიაციები და სისხლნაჟღენთი, ორივე მუხლზე და თირკმლის არეში - სისხლნაჟღენთი, ორივე კოჭის არეში - დაჟეჟილობები და სისხლნაჟღენთები, მარჯვენა იდაყვზე - გრძივი ნაკაწრი, მარჯვენა ბეჭის მიდამოში - სისხლნაჟღენთი“, - ნათქვმია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.

ახალი ამბები