კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ილიას უნივერსიტეტის ინგლისური ენის ცენტრის პედაგოგებს საია დაეხმარება

14 ივნისი, 2012

ილიას უნივერსიტეტის ინგლისური ენის ცენტრის პედაგოგებს იურიდიულ დახმარებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაუწევს.

საია-ს წარმომადგენელი ლიკა წიკლაური ილიაუნში ინგლისური ენის ცენტრის პედაგოგებს შეხვდა და არსებულ ვითარებას გაეცნო.

პედაგოგები ინგლისური ენის ცენტრთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებს აპროტესტებენ. მათი თქმით, ადმინისტრაციამ ინგლისური ენის ცენტრი მენეჯმენტის უფლებით ბრიტანეთის საბჭოს გადასცა, რის შემდეგაც უმრავლესობას სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრება.

პედაგოგები აცხადებენ, რომ ბრიტანეთის საბჭო ახალი კონკურსის გამოცხადებას და 40 მასწავლებლის დასაქმებას გეგმავს. ამ დროისთვის კი, ცენტრში 150-მდე მასწავლებელი მუშაობს. მათ კონკურსი ორი წლის წინ უკვე გაიარეს და რამდენიმე წლიანი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული.

პედაგოგები პროტესტის ნიშნად ლექციებს არ ატარებენ. თუმცა, საია-ს წარმომადგენელი ლიკა წიკლაური მათ ლექციებზე დასწრებას ურჩევს.

ლიკა წიკლაურის განმარტებით, არსებული საბუთების მიხედვით, მასწავლებლებს კონტრაქტი ჯერ შეწყვეტილი არ აქვთ, ამიტომ პედაგოგების მიერ პროტესტის ნიშნად ლექციების გაცდენა შესაძლებელია, გათავისუფლების იურიდიული საფუძველი გახდეს.

წიკლაურმა პედაგოგებს რამდენიმე რეკომენდაცია მისცა, რომლის მიხედვითაც პედაგოგებმა ილიაუნის ადმინისტრაციისა და ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელობისაგან წერილობითი სახით უნდა მოითხოვონ ინფორმაცია მიმდინარე რეორგანიზაციის, ტენდერისა და არსებული ვაკანსიების შესახებ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები