კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2004-2012 წლებში საქართველოსა და აშშ-ს შორის საგარეო ვაჭრობაში არსებული ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები

14 ივნისი, 2012

დღეს აღნიშნულ თემაზე თბილისი მარიოტში გაიმართა შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან. ყველა ეს მონაცემი გადამოწმებულია და გადაეგზავნა საელჩოებს.

ბუკლეტი წარმოადგენს გზავნილს საქართველოს მოსახლეობისადმი, რომელიც საშუალებას მოგცემთ კიდევ ერთხელ გაიხსენოთ, თუ რა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა ხელისუფლებამ ქვეყანა ე.წ. რევოლუციის შემდგომ პერიოდში.

ბუკლეტი მომზადდა აშშ-ს (აშშ-ის სახელმწიფო აღწერის ბიურო http://www.census.gov/foreign-trade/balance/c4633.html  და საქართველოს ოფიციალური მონაცემების (საქართველოს
ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის  ეროვნული სამსახური) საფუძველზე.

ოფიციალური ინფორმაცია:

„ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში: ამერიკის მონაცემებით _ აშშ-ს ექსპორტმა საქართველოში შეადგინა 3008,7 მლნ დოლარი. საქართველოს მონაცემებით _ აშშ-ს იმპორტმა საქართველოში შეადგინა 1662,4 მლნ დოლარი.“

საქართველოს მხარემ დააფიქსირა 1346,3 მლნ დოლარით ნაკლები, ანუ მთლიანი მაჩვენებლის მხოლოდ 55,3%.

სახელმწიფო ბიუჯეტმა, ამ პერიოდში, მარტო გადასახადების სახით, დაკარგა მინიმუმ მილიარდ ლარზე მეტი აშშ-დან შემოსული სხვადასხვა საქონლის განუბაჟებლობის გამო.

მაგალითისათვის, 2011 წელს:

• ხორცის (მათ შორის ქათმის ხორცის) ბიზნესში ჩრდილში მოქცეული იყო აშშ-დან შემოსული პროდუქციის 66,5%, ლეგალიზებული - 33,5%;
აშშ-ს ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ექსპორტირებული იყო 101,3 მლნ დოლარის ხორცი (მათ შორის ქათმის ხორცი).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამავე პერიოდში, (http://www.mof.ge/2066) აშშ-დან სულ შემოვიდა 33,9 მლნ დოლარის ხორცი. გამოდის, რომ დანარჩენი 66,5%, ქართული მხარის აღურიცხაობის გამო, შემოვიდა კონტრაბანდულად და ქვეყნის ბიუჯეტს მარტო საბაჟოს კუთხით ამ ოპერაციებიდან დღგ-ს სახით დააკლდა მინიმუმ 12 მლნ დოლარი!

ნავთობპროდუქტების ბიზნესში ჩრდილში მოქცეული იყო 98,6%, ლეგალიზებული - 1,4%;

აშშ-ს ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ექსპორტირებული იყო 56685 ათასი დოლარის სხვადასხვა სახის ნავთოპროდუქტი.

საქართველოს ინფორმაციით, ამავე პერიოდში, აშშ-დან შემოვიდა მხოლოდ 771,0 ათასი დოლარის სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტი, ანუ 74-ჯერ ნაკლები, აშშ-ს მონაცემებთან შედარებით. გამოდის, რომ 2011 წელს აშშ-დან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტების 98,6%, ქართული მხარის აღურიცხაობის გამო, საქართველოში შემოვიდა კონტრაბანდულად!

ჩრდილში მოქცეული იყო ალკოჰოლური სასმელების 89,2%, ლეგალიზებული - 10,8%;

აშშ-ს ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ექსპორტირებული იყო 4373 ათასი დოლარის ალკოჰოლური სასმელი (ღვინის გამოკლებით). საქართველოს ინფორმაციით, ამავე პერიოდში, აშშ-დან შემოვიდა მხოლოდ 470,7 ათასი დოლარის ყველა სახის ალკოჰოლური სასმელი (მათ შორის ღვინო), ანუ 9-ჯერ ნაკლები აშშ-ს მონაცემებთან შედარებით. გამოდის, რომ [B]2011 წელს აშშ-დან გამოგზავნილი ალკოჰოლური სასმელების 89,2%, ქართული მხარის აღურიცხაობის გამო, საქართველოში შემოვიდა კონტრაბანდულად!

ბრინჯის ბიზნესში ჩრდილში მოქცეული იყო 87,0%, ლეგალიზებული - 13,0%.

აშშ-ს ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ექსპორტირებული იყო  2036 ათასი აშშ დოლარის ბრინჯი. საქართველოს ინფორმაციით, აშშ-დან შემოვიდა მხოლოდ 265,5 ათასი დოლარის ბრინჯი, ანუ 8-ჯერ ნაკლები აშშ-ს მონაცემებთან შედარებით. გამოდის, რომ 2011 წელს აშშ-დან საქართველოში გამოგზავნილი ბრინჯის 87%, ქართული მხარის აღურიცხაობის გამო, ქვეყანაში შემოვიდა კონტრაბანდულად!

ამერიკის მონაცემებით, 2011 წელს აშშ-ს ექსპორტმა საქართველოში შეადგინა 538 მლნ აშშ დოლარი, ხოლო საქართველოს იმპორტმა აშშ-ში _ 176 მლნ აშშ დოლარი. ამ ციფრებიდან გამომდი-ნარე, უარყოფითმა სავაჭრო სალდომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეადგინა 362 მლნ აშშ დოლარი.

საქართველოს მონაცემებით (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდი, სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართვე-ლოს საგარეო ვაჭრობა 2011 წელს“, გვერდი 18): „ამერიკის შეერთებული შტატების იმპორტი საქართველოში - 245,8 მლნ აშშ დოლარი, საქართველოს ექსპორტი აშშ-ში - 143,5 მლნ აშშ დოლარი, უარყოფითი სავაჭრო სალდო - 102,3 მლნ აშშ დოლარი“.

ანუ ოფიციალურად ქვეყნდება 3,5-ჯერ ნაკლები უარყოფითი სავაჭრო სალდო აშშ-ს მონაცემებთან შედარებით. გამოდის, რომ ჩრდილოვანმა ეკონომიკამ 72% შეადგინა.

მთლიანი დოკუმენტები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://linkz.ge/file/378321/prezentacia.pdf.html

http://linkz.ge/file/378322/biuletini.pdf.html

ახალი ამბები