კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დოდაშვილის მოედანზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ

19 ივნისი, 2012

„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ და ისნის მოსახლეობა დოდაშვილის მოედანზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ.

ამასთან დაკავშირებით 19 ივნისს ცენტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ მოსახლეობასთან ერთად აქცია-პრესკონფერენცია გამართა. მოსახლეობის წარმომადგენლების განცხადებით, გაზგასამართი სადგური შენდება მათ საცხოვრებელ სახლებთან, ეკლესიასთან და სკვერთან ახლოს, რაც საფრთხის შემცველია. მათივე თქმით, არაერთი თხოვნის მიუხედავად, კომპანია „ვისოლმა“ მოსახლეობის მიმართვა არ გაითვალისწინა.

„ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, მშენებლობა ეწინააღმდეგება ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებას. გარდა ამისა, გაზგასამართი სადგურების მშენებლობა დასახლებულ პუნქტებში დაუშვებელია.

„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მოუწოდებს, 48 საათის განმავლობაში შეაჩეროს აღნიშნული მშენებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მჟავანაძის განცხადებით, ცენტრი გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებას, რათა აღკვეთოს აღნიშნული მშენებლობა.

„ეკოლოგიური სამართლის ცენტრისთვის“ გაუგებარი და აუხსნელია, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ ნებართვის გაცემა აღნიშნულ მშენებლობაზე.

19 ივნისს გამართულ აქცია-პრესკონფერენციაზე ნავთლუღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელიც მივიდა. იოსებ ჯვარშეიშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობამ მას ერთი კვირის წინ მიმართა. ჯვარშეიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს „ვისოლთან“ მოლაპარაკება, რომლის შედეგებიც ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები