კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „თრიალეთის“ გადამღებ ჯგუფს დაბა სურამში ქვები ესროლეს

21 ივნისი, 2012

ტელეკომპანია “თრიალეთის” გადამღები ჯგუფი დაბა სურამში მდინარე სურამულას ადიდებასთან დაკავშირებით რეპორტაჟის მოსამზადებლად იყო ჩასული. მოულოდნელად ჟურნალისტ მალხაზ მიქელაძესთან ვერცხლისფერი მერსედესის მარკის ჯიპი (ნომრით  WKW 737) გაჩერდა. მანქანაში მსხდომმა ადამიანებმა კი ჟურნალისტებს, ყოველგვარი განმარტების გარეშე,  გადაღების შეწყვეტა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

გადამღებ ჯგუფთან ხუთამდე ადამიანი შეიკრიბა. ყველა სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული. „თრიალეთის“ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ისინი აგრესიულად იქცეოდნენ, ითხოვდნენ გადაღების შეწყვეტას, იგინებოდნენ და ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ. მოგვიანებით მათ შორიდან ქვების სროლა დაიწყეს. საბოლოოდ იმავე ჯიპში ჩასხდნენ და ტერიტორია დატოვეს.

„თრიალეთის“ ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე აცხადებს, რომ ერთ–ერთი პოროვნების ამოცნობა შეძლეს და ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შალვა ხაჩიძეა. მიქელაძის თქმით, ქვების სროლის დროს იძულებული გახდნენ, ტერიტორია დაეტოვებინათ.

Media.Ge „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს, გოჩა დავითაშვილს ესაუბრა.  მისი თქმით, ხაშურის რაიონში ეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტის შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა არ არის. ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მუდმივად აკვირდებიან და აკონტროლებენ ჟურნალისტების მოძრაობას. „თრიალეთი“ ამ ფაქტზე რეაგირებისთვის სახალხო დამცველს და პროკურატურას მიმართავს. 

შიდა ქართლში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ სოფელ დიცში საინფორმაციო სააგენტო „ინფო–9“–ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასეთი ქმედებებისთვის აქამდე არავინ დასჯილა.

Media.ge

ახალი ამბები