კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 29 ივნისს გამოცხადდება

21 ივნისი, 2012

ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამარათლოს გადაწყვეტილება 29 ივნისს გამოცხადდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კორესპონდენტი იუწყება, 21 ივნისს სასამართლო სხდომა მტკიცებულების გამოკვლევას ეთმობოდა.

ბიძინა ივანიშვილის მხარეს წარმოადგენდნენ ადვოკატები ზაქარია ქუცნაშვილი, შალვა თადუმაძე და სანდრო ბარამიძე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს, პრეზიდენტის წარმომადგენელი თინათინ სირაძე, ასევე სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლები - გიორგი გაბრიელაშვილი და ჟანა ქობალია.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ გააჩნია მტკიცებულები იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელი საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელს ესაუბრა, სადაც მას უთხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა წინა სასამართლო პროცესზე მოთხოვნილი სტატისტიკური მონაცემებზე დღეს პასუხი მიიღეს. სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელმა, გიორგი გაბრიელაშვილმა წარადგინა სტატისტიკური მონაცემები, რომ მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ათობით ათასი ანალოგი არსებობს და ბიძინა ივანიშვილი უნიკალური შემთხვევა არ არის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, გაბრიელაშვილმა ვერც ერთი კონკრეტული შემთხვევა ვერ დააფიქსირა, რაც იმას ადასტურებს, რომ მოწინააღმდგე მხარეს არც ერთი მტკიცებულება არ გააჩნია და ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით არსებული ვითარება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელმა თქვა, რომ ათობით ათასი ასეთი შემთხვევა არსებობს, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, თუმცა ვის რას საფუძველზე, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ვერ ახსნეს და ვერც ერთი კონკრეტული მაგალითი ვერ წარმოადგინეს, რაც ნიშნავს, რომ მტკიცებულება არ არსებობს. ამასთან, სატელეფონო საუბარი, რომლითაც მოწინააღმდგე მხარე ამტკიცებს, თითქოს დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად, რადგან არ არსებობს უდავო ფაქტობრივი გარემოება, რითაც ამ საუბრის სიზუსტე მტკიცდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
 
დღევანდელ პროცესს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე, ასევე „ქართული ოცნების“ წევრი ეკა ბესელია ესწრებოდნენ. პროცესს ასევე აკვირდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ დაქირავებული ამერიკელი ადვოკატი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები