კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლოებში მობილური ტელეფონებისა და ჩაწერის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებების შეტანა აიკრძალა

21 ივნისი, 2012

სასამართლოებში, ფოტო და ვიდეოაპარატურის გარდა, მობილური ტელეფონებისა და ჩაწერის ფუნქციის მქონე სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანაც აიკრძალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მისულ პირებს ურიგებენ სასამართლოს თავმჯდომარის 19 ივნისის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო, კინო და ვიდეოაპარატურის გარდა, მობილური ტელეფონისა და ჩაწერის ფუნქციის მქონე სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანაც იკრძალება.

სასამართლოებში ამ დრომდე დაუშვებელი იყო ფოტო და ვიდეოგადაღება, თუმცა, მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში ჟურნალისტებს სხდომის აუდიოჩანაწერის გაკეთება შეეძლოთ. შესაბამისად, შენობაში მობილური ტელეფონისა და ხმის ჩამწერი საშუალებების შეტანაზე შეზღუდვები არ ვრცელდებოდა.

ამასთან, „საერთო სასამართლოების შესახებ კანონის“ მოქმედი ნორმის მიხედვით, „სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-, კინო-ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია, გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლო სხდომის სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა დაიშვება სასამართლოს (მოსამართლის) მიერ დადგენილი წესით. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული გადაწყვეტილებით“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები