კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“გლობალ TV” ანტენების დაყადაღებას უკანონოდ მიიჩნევს

22 ივნისი, 2012

თამარ ფარადაშვილი, media.ge

“გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ პროკურატურის გადაწყვეტილებას და მისი ანტენების დაყადაღებას უკანონოდ მიიჩნევს. კომპანია საერთაშორისო დონეზე საკუთარი უფლებების დაცვას გეგმავს - ამის შესახებ Media.Ge-ს კომპანიის წარმომადგენელმა, ზურაბ ბაზლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიამ გაითვალისწინა როგორც კონტროლის პალატის, ისე აღსრულების ეროვნული ბიუროს დასკვნა და “გლობალ TV”-ს ანტენის განვადების ვადა 10-დან 6 წლამდე შეამცირა, თვიური გადასახადი კი 4-დან 5.50 ლარამდე გაზარდა.

“მხოლოდ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ განვაგრძეთ ანტენების მონტაჟი”, - ამბობს ბაზლიძე. მისი თქმით, ანტენების ძირითადი ნაწილი კომპანია “ელიტ ბურჯში” ინახებოდა.

“გლობალ კონტაქტ კონსალტინგის”  დაუმონტაჟებელი ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილება საქართველოს პროკურატურამ დღეს, 21 ივნისს მიიღო. პროკურატურის განცხადებით, უწყებამ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

"გლობალ კონტაქტ კონსალტინგისადმი" საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ გრძელდება ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა. საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, არსებობს საკმარისი საფუძველი, დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შესახებ", - ნათქვამია პროკურატურის  განცხადებაში.

დღესვე სამართალდამცავები კომპანია “ელიტა ბურჯის” თბილისის და ჩაქვის საწყობში შევიდნენ, რის შესახებაც მოგვიანებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ  კომპანიის ცენტრალურ და სხვა საწყობებში პოლიციის წარმომადგენელთა გამოცხადება განპირობებულია "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებით, რადგან ანტენების ძირითადი ნაწილი "ელიტა ბურჯის" საწყობებშია განთავსებული. პროკურატურის განმამრტებით, ეს ქმედება არ უკავშირდება "ელიტა ბურჯის" სამეწარმეო საქმიანობის ან სხვაგვარი აქტივობის რევიზიას.

”გლობალ TV"-ს ანტენების მოსახლეობისთვის 10-წლიანი განვადებით გადაცემის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 126 მილიონამდე ლარით დააჯარიმა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ეს თანხა გაანახევრა. სასამართლოს შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო მიზნებისთვის მოსახლეობას ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” საშუალებით სატელიტური ანტენები, ფაქტიურად, უსასყიდლოდ გადასცა, რაც ”ქართული ოცნებისთვის” განხორციელებულ უკანონო შემოწირულობად მიიჩნია.

ახალი ამბები