03:00, Wednesday, 22.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვორქშოფი ჟურნალისტებისთვის და სასწავლო ტური მლეთაში

22.06.2012

14-15 ივნისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით ჩატარდა ვორქშოპი და სასწავლო ტური  ჟურნალისტებისთვის თემაზე - ბუნებრივი კატასტროფები და ეკომიგრანტები.

14 ივნისს ვორქშოფს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ოფისმა უმასპინძლა. ვორქშოფს უძღვებოდნენ: რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი, გიორგი კუპატაძე, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი და ილია გუჩმანიძე, ასოციაცია „ბორჯღალო“.

ტრენერებმა მონაწილეებს ბუნებრივი კატასტროფებისა და ეკომიგრანტების გაშუქების სპეციფიკა გააცნეს. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასახელდა საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ეკომიგრანტების არსებობას არ აღიარებს. ხელისუფლება ცდილობს, არ აიღოს ვალდებულებები ეკომიგრანტების წინაშე, რადგან მას მსგავსი ვალდებულებები უკვე აკისრია ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებული ასიათასობით დევნილის მიმართ. შესაბამისად, სტიქიით დაზარალებულთა და ეკომიგრანტთა პრობლემები დიდწილად ყოველთვის მოუგვარებელია.

ვორქშოფის მეორე დღეს მოეწყო სასწავლო ტური ერთ-ერთ პრობლემურ რეგიონში, კერძოდ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, სადაც მონაწილეებმა გაიუმჯობესეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები წინა დღით თეორიულად მიღებულ ცოდნაში და ითავეს თემის გაშუქება თავიანთ მედიასაშუალებებში. ისინი ადგილზე გაეცნენ ეკომიგრანტების ყოფას, ასევე შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს, იოსებ ზაქაიძეს, რომელმაც ჟურნალისტებს მლეთაში მცხოვრები სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემებზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.

ვორქშოპისა და სასწავლო ტურის 10 მონაწილე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა  კონკურსის წესით შეარჩია. კონკურსში მონაწილეობა 40-მდე ჟურნალისტმა მიიღო.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, მედიაცენტრი


[1] 2
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC