კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისელ სომეხთა ასამბლეის პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრაზე მოსასმენი და ჩამწერი მოწყობილობა აღმოაჩინეს

25 ივნისი, 2012

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ აგრძელებს პოლიტიკური პარტიების საჯარო საქმიანობაზე დაკვირვებას, რისი უმთავრესი მიზანიცაა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან თანამშრომლობის ინტენსიურობის განსაზღვრა და ამ უკანასკნელთა ჩართულობა პარტიების პროგრამებში, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში.

ხსენებული ინიციატივის ფარგლებში, „მრავალეროვანი საქართველო“ აკვირდებოდა 21 ივნისს გამართულ თბილისელ სომეხთა ასამბლეის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას თემაზე „წინასაარჩევნო დისკუსია სომხურ თემთან“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომხური თემის ორგანიზაციების ლიდერები, სომხური ინტელიგენციის წარმომადგენლები, სომხური სამოციქულო ეკლესიის და სომხური კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდნენ სამი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები: „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, „თავისუფალი საქართველო“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი რესპუბლიკური პარტია.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სომეხთა სათვისტომოს წინაშე არსებული სპეციფიური პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები, ასევე ქვეყნის ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესეში ჩართულობის საკითხი და ზოგადად წინასაარჩევნო კლიმატი საქართველოში. 

ორგანიზატორების ცნობით, მეორე ეტაპზე დაგეგმილია შეხვედრები შემდეგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საკონფერენციო დარბაზში აღმოჩნდა ქოთნის ყვავილი და მასში ჩამალული ავტინომიური ჩამწერი მოსასმენი მოწყობილობით. სასტუმროს პერსონალის თქმით, სადაც გაიმართა კონფერენცია, ქოთანი შეხვედრამდე 2-3 საათით ადრე მოიტანა სამმა კაცმა, რომლებმაც მათ ორგანიზატორებად გააცნეს თავი. შემთხვევის ადგილას გამოძახებულ იქნა პატრულის სამსახური.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველოს” პრეს-სამსახური

ახალი ამბები